ზურიკოს "ბორდო" ორი გამარჯვების შემდეგ "ტრუასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ლიგა 2-ის 23-ე ტურში „ბორდო“ გასვლაზე „ტრუასთან“ 1:2 დამარცხდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს, კარგი მომენტი ჰქონდა ზურიკო დავითაშვილს, რომლის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა კარს. დაწინაურება კი მასპინძლებმა მოახერხეს. იოან ბარბემ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო კომპენსირებულ დროში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ამჯერად "ბორდოს" კარში და რენო რიპარმა "ტრუას" გამარჯვება მოუპოვა.

დავითაშვილი 72-ე წუთზე შეცვალეს და მისი თამაში flashscore-მა 6.7 ქულით შეაფასა.

ჟირონდულმა გუნდმა ზედიზედ ორი მოგების მერე მარცხი განიცადა, 28 ქულით მეცამეტე ადგილზეა და 10 თებერვალს „გრენობლს“
უმასპინძლებს.

ტრუა. „სტად დე ლ’ობი“
ტრუა - ბორდო 2:1
გოლები: 1:0 ელისორი (65), 1:1 ბარბე (88, პენ), 2:1 რიპარი (90+3, პენ)

მკითხველის კომენტარები / 5 /
გაგიჩენენ რაღაც იმედებს მოვა შემდეგი ტური და ისევ ჩასვრა, როდემდე რა.
tobo
00:32 04-02-2024
3
ასეა ჩაკვეტაძეც.მისგან სულ რაღაცა სასწაულებს ელიან.აქებენ და ადიდებენ ეს ჟურნალისტები,სინამდვილეში კი საშუალო დონეა.მიკვირს რატომ გაუფორმა კონტრაქტი ვოტფორდმა,თუ მართლა გაუფორმა და ესეც მორიგი ჭორი არ არის.კაცი ერთი წელია თამაშობს და ერთი გოლის მეტი ვერ გაიტანა,თანაც ჩემპიონშიფში,ზოგიერთები კი პრემიერ ლიგას ითხოვენ.რის საფუძველზე და რატომ?ახლა ზივზივაძეზე გადაიტანეს აქცენტი და გამოყავთ ტოპ ფეხბურთელად.სინამდვილეში კი მასეთი დონდლო ფეხბურთელი მე არ მახსენდება.სპილოს ნაბიჯებით დადის.ამათი იმედი არ უნდა გვქონდეს.რას ვითხოვთ და ვისგან ვითხოვთ.შევეშვათ ზეცაში ფრენას და დავუბრუნდეთ მიწას.
ვაგნერი ჯანაშია.
13:08 04-02-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული