![](https://sportall.ge/pictures/image5/3dafda20fc48785a31fc5db1e0afdde6.jpg)
![დღეს - "შახტარის" ქართველებს მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!.. Sportall.Ge](/pictures/artimages/original/bd0ef2fbe3900c0bdc585f3f5a8bda37.jpg)
"შახტარი" გერმანიაში, გატუზოს წინააღმდეგ...
გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის (ახალწვეული ლუკა ლაცაბიძე ევროპა ლიგის განაცხადში არაა) "შახტარმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა და რანგით მეორე ტურნირზე გადაინაცვლა. 1/16-ფინალში მათი მეტოქე ჯენარო გატუზოს "მარსელი" იქნება.
დონეცკელების მთავარი პრობლემა ახლა ისაა, რომ უკრაინის ჩემპიონატში შესვენებაა და
ჯენარო გატუზოს "მარსელი" იდეალურ ფორმაში არაა, თუმცა ძლიერი მეტოქეა. გამოცდილი პიერ-ემერიკ ობამეიანგი სახიფათო იქნება. იმედია, გოჩოლეიშვილსა და აზაროვს, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე პროდუქტიულები იყვნენ, სასტარტოში ვიხილავთ. მატჩი, საომარი ვითარების გამო ჰამბურგში ჩატარდება - დღეს, 15 თებერვალს, 21:45 საათზე, განმეორებითი კი ერთი კვირის შემდეგ - მარსელში.
ჯაბა კანკავა გოლს აღნიშნავს
![დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!.. Sportall.Ge](/pictures/artimages/original/d7905aa137eca270ac191ea1c5b2201a.jpg)
ქართული დუელი
ამავე დღესა და დროს, კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ ეტაპზე ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ "სლოვანს" უმასპინძლებს, სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, ვაკო გვილია კი ჯერჯერობით მხოლოდ მოსამზადებელ ეტაპზე ვიხილეთ.
![დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!.. Sportall.Ge](/pictures/artimages/original/5b787f29fdefc7de975638f71c50b6ad.jpg)
"შტურმი" კონფერენს ლიგაზე გადაერთო, თუმცა ეს ტრაგედია იმის გამო არაა, ევროპა ლიგის ჯგუფში მათ წინ "ატალანტა" და "სპორტინგი" გავიდნენ. კრისტიან ილცერის გუნდი ევროტურნირზე გაზაფხულზე პირველად თამაშობს მას შემდეგ, რაც 2000-01 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
ქართველები მატჩს კარგ ფორმაში ხვდებიან. ბოლო ტურში როგორც კიტეიშვილმა, ასევე კანკავამ გაიტანეს.
1968-69 წლების სეზონში "სლოვანი" თასების თასის ფინალში დამარცხდა, შემდეგ კი ევროპულ ტიტულთან ახლოსაც არ ყოფილა. ბრატისლაველები ახლა კარგ ფორმაში და დამაჯერებლები არიან. წინ საინტერესო დუელი გველის.სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან
კიტეიშვილმა ლიდერ "ზალცბურგთან" "შტურმს" სტუმრად ქულა მოუპოვა [VIDEO]