კონფერენს ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „სლოვანი“ 4:1 დაამარცხა.
სამივე ქართველი ლეგიონერი სასტარტოში იყო - ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), გურამ კაშია და ჯაბა კანკავა (სლოვანი). კიტეიშვილმა გოლი თავის მიერვე მოპოვებული პენალტით გაიტანა და 83-ე წუთზე შეცვალეს.
ჩვენებურების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: კიტეიშვილი - flashscore 8.8, sofascore 8.7.
კაშია - sofascore 6.9, flashscore 6.9. კანკავა - sofascore 6.9, flashscore 6.5.
კაშია - sofascore 6.9, flashscore 6.9. კანკავა - sofascore 6.9, flashscore 6.5.
საპასუხო დაპირისპირება 23 თებერვალს „ტეჰელნე პოლეზე“ ჩატარდება.
გრაცი. „მერკურ არენა“. 13 500 მაყურებელი
შტურმი - სლოვანი 4:1
გოლები: ბიერეტი (4), 1:1 როდრიგესი (8), 2:1 გორენც-სტანკოვიჩი (27), 3:1 კიტეიშვილი (64, პენ), 4:1 კამარა (90+1)
გაძევება: ვაისი (78, სლოვანი)