ხვიჩას ბურთი "გამოგლიჯეს", მის წინააღმდეგ "ლურჯ ბარათს" იმსახურებდნენ, თავად წითელს გადაურჩა - ასე ხვდებიან "ბარსას"...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიაზე სუბიექტივიზმისგან ბოლომდე დაცლილი შეფასების დაწერა რთულია, თუმცა ამას თავს მაქსიმალურად ვართმევთ. "ჯენოასთან" ვერმოგებულ (1:1) შეხვედრაში ძალიან მონდომებული, საკუთარ თავში დარწმუნებული, თამამი და შემოქმედებითი "კვარა" ვიხილეთ. უკვე იმასაც შევეჩვიეთ, რომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი აღარაა.

ფიოდორ დოსტოევსკი "ძმებ კარამაზოვებში" წერს სიტუაციასთან ისე შეგუებაზე, როცა სინდისის ქენჯნა არ გაწუხებს. კვარაცხელია, როგორც გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ლიდერი, შაბათის მატჩში ვერ ეგუებოდა მთელი გუნდის მდგომარეობას, იმ ვითარებას, რაც მოქმედი ჩემპიონების თავსაა; იმ ფონს, რომელიც "ბარსელონასთან" მატჩის წინ სუფევს; იმ
საშინელ სტატისტიკას, რომელიც "ნაპოლის" საშინაო შეხვედრებში გააჩნია. 77-ე ნომერს იმედი აქვს, ფილმ "ქაჯანას" პერსონაჟისა არ იყოს, "ხმას" მისი გუნდიც დაიბრუნებს...

Sportall.Ge

ნეაპოლელებმა გვიანდელი გოლით გაათანაბრეს. ხვიჩა, რომელიც ყველგან მოძრაობდა, ეპიზოდის დასაწყისში ოლივერას ღიად ანიშნებდა, მისგან ცოტა მოშორებით, ცარიელ ზონაში გახსნილიყო. ასეთ დროს ის პარტნიორს თავისუფალ მდგომარეობაში მოძებნიდა, ანაც მეურვეებს თავად "მოიშორებდა". ურუგვაელმა ქართველის ჩანაფიქრი სრულყო, ნგონჟის შედეგიანი დარტყმა კი მშვენიერი გამოდგა. ვალტერ მაცარის გუნდის ახალწვეულებს შემართება არ აკლიათ და სიახლეები შემოაქვთ. ნახევარდაცვას ბოლო დროს შემტევებისთვის ზონების გათავისუფლება და ბურთის სწრაფად მოძრაობა უჭირს. დებიუტანტმა ტრაორემ ამ მიმართულებით პოზიტიური მოლოდინები მოგვცა; მერე რა, რომ ცოტას ღელავდა, შეცდომები დაუშვა და მისი გარჯა ბევრს არ მოეწონა - პირველ ტაიმში ბურთი მშვენივრად მოიპოვა, ტექნიკური არსენალი გამოაჩინა და "კვარას" მშვენიერი პასი მიაწოდა. 24 წლის კოტდ'ივუარელმა სწორი ფეხბურთის თამაში აშკარად იცის.

ლურჯი ბარათის შესაძლო შემოღებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ წესის უპირატესობის საილუსტრაციოდ ის ეპიზოდი გამოგვადგება, როცა კვარაცხელიას მაისური "შემოახიეს" და სახიფათო იერიში ჩაშალეს. ეს ე.წ. ბოლო იმედის ჯარიმა არაა და მსაჯები გაძევებაზე არ მიდიან, "გაყვითლება" აშკარად ცოტაა, "გალურჯებით" კი მოწინააღმდეგე ათი წუთით კაცნაკლული იქნება. რადგან ბარათებს შევეხეთ, ხვიჩამ ის კვლავ მსაჯთან შელაპარაკების გამო მიიღო (ჰიპოთეტურ ლურჯ ბარათთან ეს ქცევაც ახლოსაა). გვესმის ემოციებისა და უსამართლობის განცდის, მაგრამ კვარაცხელიას ამ მიმართულებით სიმშვიდის გამოჩენა ისევ თავად არგებს. საქმე მხოლოდ შორეულ დისკვალიფიკაციაში არაა, შეხვედრის დასკვნით ნაწილში "კვარამ" სწრაფი შეტევა ჩაშალა, დაჯარიმდა, ზოგიერთ მკაცრ არბიტრს (რეალურად, საჭირო არ იყო) კი იქნებ ამისთვის მეორე ყვითელი ბარათი და შესაბამისად, გაძევებაც გამოეყენებინა...

Sportall.Ge

დამაინც, კარგია ხვიჩა კვარაცხელიას თავმდაბლობა, მაგრამ შეხვედრის აშკარად საუკეთესო მოთამაშეს მატჩის ბოლოს მის მიერვე მოპოვებული ჯარიმის შესრულების უფლება უნდა მისცემოდა და ბურთი ხელიდან არ უნდა "გამოეგლიჯათ". აშკარაა, სტანდარტულები გუნდის საუკეთესო მხარე არაა და აქ თავისი ბედი ხვიჩამაც უნდა სცადოს. უკანასკნელ დაპირისპირებაშიც გამოჩნდა, ჩვენებურის მიერ შესრულებული კუთხურები რა სახიფათოა (ანგისას გატანა ნამდვილად შეეძლო), რასაც ერთ დროს ასევე "არ ანდობდნენ". მწვრთნელმა, კაპიტანმა თუ თავად "კვარამ" ამ მხრივ ხმა უნდა აიმაღლონ...

მწვრთნელის კიდევ ერთხელ შეცვლის მოლოდინი, არც ისე კარგი ხასიათი, მაინც ოპტიმიზმი, ოსიმენის დაბრუნება და კიდევ უფრო მოტივირებული კვარაცხელია - ასე ხვდებიან ნეაპოლში "ბარსელონას".

altხვიჩას კარგი მატჩი - "ბარსელონასთან" შეხვედრის წინ "ნაპოლი" სახლში "ჯენოას" დაუზავდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 34 /
ღმერთმა გაგაძლიეროს და გაგამარჯვებინოს, ხვიჩა!!!
კოლხიდელი
19 თებერვალი 2024 10:53
3
ამას რომ დისლაიქს უწერს,მას არც ღმერთი სწამს და ხვიჩაც სულ ცალ ფეხზე ჰკიდია...
ბრაზი
19 თებერვალი 2024 12:42
2

ღმერთს ნათქვამი აქვს:შენ თუ ხელ-ფეხი არ გაანძრიე,მე ვერაფრით დაგეხმარებიო...და ზოგადად ჯობია გადაეჩვიოთ ყველაფრის ღმერთზე,იღბალზე,ფორტუნაზე,"დღეს ჩვენი დღე არ იყო" და მსგავსების წერას...ყველაფერი 24/7 ვარჯიშიდან მოდის (იხ.რონალდო)₩
სიმართლე
19 თებერვალი 2024 16:06
3
რაც მე ეს მომენტი ნერვებს მიშლის. ამას ვწერ ალბათ ყველა კომენტარებში: სადაური წესია ეგ, რომ ხვიჩა მიდის ბურთთან, სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი და პილოტანო ან კიდევ ვიღაც კვერცხი მიდის და თავად აწვდის, ხვიჩაც მორჩილად უთმობს. ვერ ეტყვი ხვიჩუ, რომ წადი რა ძმაო, მე უნდა ჩავაწოდო. ამას შენს მეტი ვერავინ ვერ იზამს. ამაში სჩანს ამ გუნდის სოფლელობა, არცერთ ტოპ კლუბში ასეთი რამ არ მინახავს. მესმის, რომ კონფლიქტს თავს არიდებს, მაგრამ სანამ კვარა არ შეუღრენს ასეთ ვისკაჩკებს, მანამ სულ ასე იქნება. სოფლის მოსახლეობას არ ეწყინოს, სოფლელობა სულაც არაა დასაძრახი, პირიქით, თითქმის ყველა გამოჩენილი ადამიანი სოფლიდანაა, მარტო ვაჟას სახელიც საკმარისისა. უბრალოდ სოფლელობაში პროვინციალიზმი იგულისხმება. პოლიტანომ როგორ უნდა გაგწიოს გვერდზე, ვერ გავიგე რა.
ნაპოლი სოფლის გუნდია
19 თებერვალი 2024 12:01
4
დავეთანხმები ავტორს და გულშემატკივრებს, ხვიჩამ უნდა გამოიჩინოს შეუავლობა, დასარტყმელი დაარტყას და ჩასაწოდელი ჩააწოდოს. მორიდებულობა მოედანზე მიუღებელია, ეს შენი ბრძოლის ველია!!! ნუ დამძრახავთ, მაგრამ დიდი ხანია მრჩება შთაბეჭდილება, რომ ლორენცოს, რახმანის, ოსტიგორის, ანგისას, ოსიმენის გარდა, სხვებს შურთ ხვიჩასი. კიდევ ერთი რასაც აბსოლუტურად ვერ ვიგებ, რატომ არ თამაშობს ნაპოლი სწრაფ კონტრშეტევებს.
გიორგი
19 თებერვალი 2024 12:45
4
როგორც კი გადავიდა ხვიჩა ნაპოლში და სიმპათიები გაჩნდა მის მიმართ, თანაგუნდელები პასს არ აძლევდნენ და აშკარად ღორობდნენ.ვუსურვებ კარგ გუნდს და წარმატებებს.თვითონ მართლა უნდა მოსთხოვოს პასების მიწოდება.
ნინო
19 თებერვალი 2024 13:55
5
სწორი სტატიაა. ერთ რამეს დავწერ ეხლა და კო გაგიკვირდებათ, მაგრამ მგონია დამეთანხმებით გულის სიღრმრეში. ხვიჩა სინამდვილეში იცით რატომ ბრაზობს ასე მსაჯებზე დს სხვა ფეხბურთელებზე? ასე დემონსტრაციულად და ღიად?! რადგან თავისიანებს დაანახოს ამით, რომ მიხვდნენ ისინი რომ მიქარავენ. ერიდება პირდაპირ მათთან კონფლიქტი, ეს გუნდს დაშლის. ამიტომ ღიად ჩხუბობს სხვა რამეებზე. ეს ასეთი ფსიქოლოგიური ფაქტორია, იმიტომ ღებულობს ამ ყვითლებს. პასები რომ მისცენ დროზე და არ იღორონ ასე მის წინააღმდეგ, რომ საარტყმეცინონ ჯარიმები, არ იქნებოსა ასე. ხვიჩა უმაგრესი ბიჭია, ვაჟკაციცაა, თავმდაბალიც , პრინციპულიც და კეთილოც ერთად, უნდა რომ მეგობრულ ურთიეეთობებში რამე არ გააფუჭოს და იმ ხეპრეებს არ ესმით არაფერი. პოლიტანო იქნება თუ მარიო რუი, გინდაც ზელინსკი და ლობოტკა, არიან სულ ამის ფიქრში, რომ კვარას რამე არ დაუთმონ ზედმეტი. კომპლექსებია რა, გაგება შეიძლება, მარა საცოდაობაა უბრალოდ
C
19 თებერვალი 2024 14:11
8
ეხ, ანგისას მაგრა არ გაუმართლა ხვიჩას ჩაწოდებულ კუთხურზე! ხანდახან გამართლებაც არის ფეცბურთი! ისე გუნდი მაინც ვერ შეკრა მაცარიმ! უდავიდ უფრო კვალიფიციური მწვრთნელი უნდა ამ გუდს, როგორც დავუშვათ პიოლია მილანში!
მწვრთნელი
19 თებერვალი 2024 12:31
3
ხვიჩა როცა გააფრთხილეს,მაშინ ხვიჩა კი არა,მსაჯი იყო გასაფრთხილებელი.აი,როცა არ გააფრთხილა,მაშინ კი,უკვე მართლაც გასაფრთხილებელი იყო,შეტევის განზრახ ჩაშლისათვის.სტანდარტების შემსრულებელი,მატჩის წინ დაითქმევა ხოლმე მწვრთნელისაგან და თვითონ თუ არ დათმო,არავის აქვს უფლება,თვითნებურად მივიდეს ბურთთან.მეორე საკითხია,რომ კუთხურებს,ხვიჩა სხვებზე უკეთესად აწვდის და ჯარიმების შესრულებასაც თუ მიანდობენ,არა მგონია უარესი მოხდეს.ხვიჩას ნამდვილად შეუძლია საჯარიმოების კარგად შესრულება.
სოსო
19 თებერვალი 2024 13:30
3
სიმართლეს.ზოგადად სრულიად მართალი ხარ,მაგრამ ნაპოლის ჯარიმებს რა ეტყობა,რომ მის შესრულებაზე ვინმე ვარჯიშობს?იუნიორობისას მინახია ხვიჩას მიერ საკმაოდ შორიდან დარტყმული და გატანილი ჯარიმა და ნაპოლიში გადასვლის წინ ვარჯიშის ჩანაწერი,როცა უკვე დაბნელებულზე უძახიან,წამოდი,ვარჯიშს შეეშვიო,მაგრამ ის თავს არ ანებებს კარში დარტყმებს და მისი ხმა ისმის,სანამ "შტანგას"არ მოვარტყამ,არ გავჩერდებიო!რაკი ნავარჯიშებია,თუ ეცდება,უნარებს მალე აღიდგენს.კუთხურებსაც ხომ საკმაოდ კარგად აწვდიდა მაგ თამაშში და ჯარიმაც საკმაოდ სახიფათოდ ჩააწოდა.გუნდს რომ არავინ მართავს,უკვე ახლავე ახალი მწვრთნელის მოყვანაზე ხმებიც ადასტურებს და გუნდის თამაშიც.ისე მოჩანს,ნაპოლი,ისევ თვითონ ფეხბურთელების გადასარჩენი გახდება,დე ლაურენტისის დამანგრეველი მმართველობის მიუხედავად.
სოსო
19 თებერვალი 2024 21:19
1
ხვიჩას მართლაც შეუძლია ძლიერათ და ზუსტათ დაარტყას ნებისმიერი დისტანციიდან როცა საჭირო იქნება დაარტყმევინებენ კიდევაც.
გიორგი
19 თებერვალი 2024 14:06
3
ყველა გამოხმაურება
ღვთისავარ გამარჯობა,
თქვენს ამ დღევანდელ ანალიზურ სტატიას წაიკითხავენ იტალიაში? უნდა რაღაცა მოვიფიქროთ იმისათვის, რომ ნეაპოლელებმაც მიაქციონ ყურადღება კვარას "დაჩაგვრის" ფაქტებს.
პირველი შემთხვევა არაა როცა კვარას ან ბურთს არ აძლევენ, ან ჯარიმას/კუთხურს არ არტყმევინებენ.
შედარებისათვის: ოსიმჰენზე ჯუღელის ნათქვამი ჯერ ჩვენთან არ იყო გამოქვეყნებული და ნიგერიიდან უკვე "პასუხები" მოვიდა!
ანუ ჩვენვე უნდა ვიაქტიუროთ, მაგრამ როგორ? თქვენ როგორც ახალგაზრდა და პერსპექტიოულმა ჟურნალისტმა მოიფიქრეთ რამე, ჩვენ მოგეხმარებით!
ვაჟა მასწ.
19 თებერვალი 2024 14:54
4
აქაურმა კლავიატურის ლომებმა რა უნდა მოიფიქრონ? დღემდე მაძარის მაცარის ეძახიან...
სიმართლე
19 თებერვალი 2024 16:08
5
ისე, ზოგიერთი პროფესორი რომ გამოდის ხოლმე, ალბათ, ხვიჩა ვარჯიშზე ვერ ასრულებსო, სწორადაა აქ ახსნილი რომ ვერც სხვა ასრულებს და ასეთი თამაშის მერე ბექჰემიც რომ ყოფილიყო გუნდში, იმასაც უნდა დაეთმო ხვიჩასთვის. ნეიმარს რომ არ მისდიოდა, მესიმ პსჟ-სთან ბოლოს ყველაფერი დაუთმო.ასე ამბონდნენ, კუთხურს ვერ ასრულებს ალბათო და ვნახეთ რა კარგად იცის
ზვიადი
19 თებერვალი 2024 11:25
4
ჩემი აზრით, ხვიჩამ წელსვე უნდა დატოვოს ნეაპოლი და გადავიდეს რეალურად ტოპ გუნდში. ასეთებათ მესახება ბარსელონა, არსენალი, პსჟ, მანიუნაიტედი - სდაც არ ყავთ მაღალი დონის მარჯვენა ვინგერი. შეიძლება ნიუკასლიც იყოს, თუ მართლაც დიდ ფულს დახარჯავენ და ვარსკვლავურ გუნდს გააკეთებენ, როგორც ამ ეტაპზე იწერება.
მე მგონი, ჯუღელის მიერ ხელშეკრულების გაგრძელების გაჭიანურება ამ მიზნით ხდება.
საერთოდ, შარშანდელი სეზონი და ჩემპიონობა საოცრება იყო. ხვიჩა მეტეორივით შეიჭრა ნაპოლიში და იქ დახვდა სპალეტი - მგონი მართლა გენიოსი მწვრთნელი, რომელმაც საშუალო დონის ფეხბურთელები (ოდნავ მაღლა ოსიმენი იდგა) გიჟურად ათამაშა.
კარგი, წავიდა კი მინ ჟენი, მაგრამ დანარჩენი ხომ ყველა დარჩა. ანგისა, ზელინსკი და მით უმეტეს ლობოტკა საერთოდ ვერ თამაშობენ. ხვიჩასაც დაეწყო შარშანდელ სეზონის შემდეგ დაღმასვლა და შარშანდელივით ვეთარ დაფრინავს (ორი და სამი მცველის მარწუხშია მუდმივად), ამავე დროს დარტყმის სამიზნე დაკარგა ცოტა.ბოლო თამაშის დასაწყისში ისეთი გოლი ვერ გაიტანა უმაგრსი მოძრაობების მერე, შარშან ატალანტასთან რომ ჩაატარა და გახია ბადე.
ვერც ოსიმენის დაბრუნება უშველის ნაპოლის და ხვიჩამ უნდა შეიცვალოს ზაფხულში გუნდი (მით უმეტეს, ოსიმენი ყველა ვარიანტში წავა), თორემ ხვიჩას გამოკლებით ეხლანდელი ნაპოლის ყირებას სვარკის ყურება ჯობს.
ეხლა მთავარია, ბარსელონასთან თუ გაიბრწყინებს ხვიჩა და სეზონის დარჩენილ პერიოდს როგორ ჩაატარებს, თორე ბობოლები დიდ ფულს გადაიხდიან და ღორი პრეზიდენტიაურელიო აუცილებლად გაყიდის.
წარმატებები ხვჩას და ქართულ ფეხბურთს! ევროპის ჩემპიონატზე გვენახოს ჩვენი გუნდი!
არჩი
19 თებერვალი 2024 12:18
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული