"კვარაცხელიას და ოსიმენს არასოდეს არ შევცვლიდი" - ხვიჩას ფედელე გამოექომაგა

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" მატჩისას შეცვლის გამო "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას რეაქციას იტალიურ მედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. საფეხბურთო აგენტმა და "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა გააკრიტიკა:

"დაუშვა თუ არა შეცდომა, როდესაც მოედნიდან კვარაცხელია გაიყვანა? არც მას და არც ოსიმენს არასოდეს არ შევცვლიდი. მე არ ვეთანხმები... გულშემატკივრები თამაშით კმაყოფილები არიან? გუშინ "ნაპოლის" კიდევ ერთი ცუდი შეხვედრა ვნახე. არ ვიცი, მათ რას უყურეს, რომლებიც ამბობენ, რომ დიდი გუნდი იხილეს. რეალისტი ვარ, კარში ბურთი არც ერთხელ არ
დაურტყამთ. ოსიმენი იტალიაში 52 დღე არ იყო, რამაც მაცარის თავის მართლების საშუალება მისცა.

არაფერიც არ შეცვლილა. თუ არ ჩავთვლით პირველი და მეორე ტაიმის ბოლო 15 წუთს, ძალიან ცუდი "ნაპოლი" ვნახე. ფეხბურთელები - მოჩვენებები, გასული სეზონის გახუნებული ფოტოასლები: პირველ რიგში, დი ლორენცო, ლობოტკა და ანგისა. ჩემზე ერთადერთმა ოლივეირამ მოახდინა შთაბეჭდილება. ეს "ნაპოლის" ერთ-ერთი ცუდი მატჩი იყო. აქამდე ყველა ლაპარაკობდა, რომ თუ სახლში "ბარსელონას" ვერ მოვუგებდით, შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდოდით".

ხვიჩას შესახებ Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფრანჩესკო მოდუნომ ისაუბრა: "კვარაცხელია შეცვლისას უკმაყოფილებას გამოხატავს? უკვე კარგა ხანია მიხვდა, რომ საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია არ შეუძლია. რამდენჯერმე ვერ მოითმინა, მაგრამ მე მისი სხვებზე მეტად მჯერა. ბიჭი ძალიან თვითკრიტიკულია, ხანდახან აღშფოთებულია, მოედნიდან გაბრაზებული გადის, მაგრამ მხოლოდ თავის თავთან მიმართებით. ეს კარგი ნიშანია მათთვის, ვინც იცის, რომ სხვა დონისაა".

alt"ნაპოლისა" და "ბარსელონას" მატჩზე ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაფიქსირდა

alt"კვარაცხელიას შეცვლა ვაჟკაცობაა, "ნაპოლიმ" სული გამოაჩინა" - იტალიური პრესა კალცონას აფასებს

alt"მწვრთნელს გვერდი აუარა, ყურადღება არ მიაქცია" - Calcionapoli კვარაცხელიას ცვლილებაზე [PHOTO]

alt"მოწყენილი და იმედგაცრუებული იყო" - ვრცელდება კადრები, როგორ დატოვა კვარაცხელიამ "ნაპოლის" სტადიონი [VIDEO]

altრატომ ითამაშა "ნაპოლიმ" უკეთ კვარაცხელიას გასვლის შემდეგ - ახალი მწვრთნელის გამოწვევები...

მკითხველის კომენტარები / 16 /
ყოჩაღ ფედელე იყოს დრო ძალიან გვაბრაზებდი.
სვანსკი
23 თებერვალი 2024 17:24
0
მაინც არ არის ამ კვარას სექტის საშველი, რამდენჯერ უნდა წაიმტვრიოთ მუხლები ამ გაუთავებელი ბაქი-ბუქით და ეპიტედებით-მთავარი ვასკვლავი, წამყვანი ლიდერი და კიდევ ათასი ბლა-ბლა....ახლაც ცდილობენ ოსიმენას და მის შეცვლას შორის ტოლობა დასვან, დავიჯერო მართლა გჯერავთ ოსიმე კვარას დარად ცუდი-ინერტული,ერთფეროვანი თამაშის გამო შეცალა მწრთნელმა გადამწყვეტი გოლის გატანის შემდეგ, როგოგორც ხვიჩაა?? თუ კიი, კარგად ყოფილა თქვენი საქმე. სუბიექტურობა გამიგია,მაგრამ ასეთი...ბრმა უნდა იყო რომ ვერ დაინახო, რომ ის მისი აჩრდილიც აღარ არის რაც იყო-სრულად გაშიფრული მისი თამაში, საფეხბურთო ინტელექტი-0, ხასიათი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა საშინელი, იოტისოდენა კრიატივის გარეშე ჯიუტად ცდილობს მინდორზე იმის გაკეთება რაც ყველამ ხუთი თითივით იცის, სუსტ გუნდებთან, იშვიათად კიდევ რაღაც გამოსდის,მაგრამ ძლიერებთან-კატასტროფაა!! ამიტომაცაა გაუთავებელი კამათი მსაჯებთან,უკმაყოფილობა თანაგუნდელების მწვრთნელების და კრიტიკოსი ფეხბურთის მოყვარულების,ასევე ხელფასის და კონტრაქტის დეტალების განხილვა საჯაროდ, ერთი სიტვვით ეს ბიჭი საშინელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია....მორიგი ბაქი-ბუქი და თითიდან გამოწოვილი მიზეზები არაფერში წაადგება, საკუთარ თავს თვითონ თუ უწამლებს...
Jora-giorgi
23 თებერვალი 2024 11:08
14
ისეთი იმპერატიული ტონით წერ, მეთქი ესაა და სერიოზული ფსიქოლოგი გამოჩნდა ამ საიტზე.
თან რამდენი უცხო სიტყვა გცოდნია - ,,ეპიტედები", ,,კრიატივი" . . . კაცი კი არა, მოსიარულე ენციკლოპედია ხარ. :)) ეგაა, ცოტა მართლწერა გიჭირს.
ხვიჩა გამოასწორებს თავის თამაშს და ისევ გაგვახარებს, მაგრამ აი, ცხოვრებით გაბოროტებულ ადამიანებს, არაფერი (გ)ეშველებათ.
კოლა
23 თებერვალი 2024 12:48
0
Juve Andro's opinion, about khvicha. კომპლექსური პრობლმები აქვს ეს იასნია, ფსიქოლოგიური, რითია გამოწვეული კონკრეტულად არ ვიცით ჩვენ ეგ წნეხით, კრიტიკით, იმით-ამით მარა აქვს, ეტყობა კიდევაც რო გაბოროტებულია ღიზიანდება ყველაფერზე რაზეც ეგეთ დონეზე არ უნდა გაღიზიანდე დაწყნარებული ნერვები და სიმშვიდე რომ ჰქონდეს, მასე არ მიიღებს ხოლმე აუზროდ ყვითლებს, ხომ ?
აი გაიხსენეთ მისი ყვითლები? ყველაზე მთავარი ნაკრებში ხო? რის გამო? თან არაფრის მომც თამაშის დროს აი რას ატრაკებდა პროსტა გაიხსენეთ გატისთან რატო მისცეს, გატიმ ბურთზე ჩაურტყა და ეს ფინთი გოიმივით აუხტა ეგეთ ხრიკებს სულ მიმართვენ ხოლმე პროფესიონალი ფეხბურთელები, რომ მწყობიდან გამოყვანონ და თუ სუსტი ნერვები გაქვს ზუსტად მაგაზეა გათვლილი ეგ ქნა გატიმაც. კიდევ სხვა ყვითლები რაც აქვს სულ უაზრო ჭიჭყინის გამო აქვს თან გეგონება გატუზო იყოს ;დ ეგ ცალკე კომიკურობაა ეგ რო პრავებს აკაჩვებს და ჭიჭყინებს მარა ნუ ეგ ვიზული მხარეა და მაგას შევშვათ.
ფაქტი ისაა, რომ დალაგებული არ აქვს ფსიქოლოგია
არადა ერთის მხრივ საყვარელი ადამიანი შეირთო, ოცნება იასრულა და ლიგაზე ითამაშა, პროფესიონალური ლიგა დაპყრო, მსოფლიოს თავი გააცნო, მილიონერი გახდა, ცხოვრობს ნეაპოლში აი პროსტა რა? 22 წლის ასაკში ყველაფერი აიხდინა
მეტი რა გინდა, რომ სიმშვიდე იპოვო და სიბრაზე სპორტული გამოაჩინო ანუ სპორტული სიბარზე და არა ჭიჭყინი და ვანაბი კაჩაობა
მარა ნუ ფაქტია მაინც ვერაა წყნარად კონკრეტულად რის გამო არ ვიცი და შეუძლებელია ეს ხელს არ გიშლიდეს
მარა ეგ პრობლემის ერთი ნაწილია, ეგ არაა სრული სურათი, რომ რაღაცაზე ნერვიულობს და მაგიტომ მცველს ვეღარ ატყუებს
ასევე არის სპორტული მომენტიც
სპორტული მომენტი კი ისაა, რომ სერია ა არის მსოფლიოში 2 ან 3 ჩემპიონატი ხო?
ყველა გუნდში მანდ მუშაობენ უამარავი ანალიტიკოსი, ექსპერტი, მწვრთნელი ვინც შეისწავლიან მეტოქეს , აკეთებენ ანილიზს, იღებენ აგდაწყვტილებებს განეიტრალებაზე და ნუ ეტც.
და იმ მსოფლიოს 2 ლიგაში მცველებიც არიან პროფისონელები გორის დილას და მახაჩკლას მცველები კი არ არიან.
მისი თამაში გახდა ძალიან ამოცნობადი სულ კრაიზე დგას და კრაიდან ცენტრში შედის 99% ეგაა თან თითქმის სულ ზურგით იღებს ბურთს ეგეც არ აქვს დახვწეილი, რომ ნახევრად თავის კარისკენ იყოს და ნახვერად მეტოქის კარიეკსნ მიღების დროს ხოდა რო უყურეს 99% მასე თამაშობს ბუნებრივია რომ ისე დაუწყეს თამაში რო მისი ძლიერი მხარეები მინიმუმდა დაიყვანონ და ამას ასრულებენ მაღალი დონის მცველები რა თქმა უნდა, თუ რამე სიახლე არ შეიტანა , რასაც დღეს თამაშობს სულ მასე იქნება. ის მცველები დებილები ხომ არ არიან.. ხედვენ როოგორია ეფექტური და მასე ეთამაშებიან სულ სივრცეებს უკეტავენ და პირველები არ მივრადებიან ხოლმე გიჟივით
დააკვირდი შარშანდელ მომენტებს როდესაც დრიბლინგებს აკეთებდა და ხალხს ატყუებდა, სულ მცველები იწყებდნენ მისკენ წასვლას და წართმევას, ტოვედნენ უკან სივრცეებს და ამას კაცის მოტყუება შეუძლია, მითუმეტეს როდესაც კაცი მორბის შენსკენ გიჟივით ანუ როდესაც ის აკეთებს პირველ მოძრაობეს მოატყუებდა და შერბოდა მერე იმ სივცრეებში და მერე სიწრფაზე ვეღარ აჩრებდნენ
ახლა მასე აღარ ეთამაშებიან ახლა უდგანან უბრალოდ და სივცრეს იცავენ ანუ კვარაზე კი გარბიან რომ ბურთი წაართვან არამეტ დგანან სივრცეში და არ უშვენ, რომ შევარდეს
ვსო ეს სკამრისი + სტრახოვკა 1 მცველი და მორჩა
კვარას ტაქტიკას დაუპირისპირეს ანტიტქატიკა ახლა დროა, რომ კვარამ თავის ახლნადელ ტაქტიკას, სხვა ახალი შემატოს, რომელიც უკვე მცველების ტაქტიკის ანტიტქატიკა იქნება და თუ მცველები დაუწყებენ მასე სივცრეების დაცვას, გადაწეყოს და სხვა სტილით ითამაშოს თუ არ აძლევენ დრიბლინგის საშუალებას, გაანებოს თორე მთელი თამაში გადის იმაში, რომ ისინი უკეტავენ და ეს ცდილობს ისევ ისე მოატყუოს ყველა როგორც ადრე ამით შეტევასაც ანელებს, თვითანაც არაფერი გამოსდის და მოკლედ ფარჩაგი სიტუაცია დგება
სპორტული თავლსაზრისით მაგას აუხსნიან ევროპაში თამაშობს , ბათუმში ხო აღარ გაიგებს დაიხვეწბა ვერ გაიგებს და დარჩება რაც ახლაა
მარა აი ფსიქოლოიგური თვლასაზრისი პრობლემას არ ვიცი ვინ მოუვარებს მაგას ვერც ნაპოლის ანალიტოკოს-ტატქიკოსი დაულაგებს და ვერც საფეხბურთო ლიტარატურა
ეგ უკვე თვითონ უნდა ეძიოს და აწუხებს, რა უშლის ხელს თითქოს უკვე სამოთხის ცხოვრებაში, რა არ ასევენბს, აღიაზნებს და მოაგვაროს თვითონ მე რა ვიცი აბა.
...
22 თებერვალი 2024 21:13
9
რამ დაგაწერინა ამდენი არ დაგეზარა?))))
saqartvelo
22 თებერვალი 2024 22:39
2
შენ გაგიმარჯოს ღმერთმა,მე წაკითხვა შემეზარა და რამ დაგაწერია ამხელა კომენტარი
სინსილო
22 თებერვალი 2024 22:29
3
თუ ვინმეს გონია ხვიჩა კალცონამ გაიყვანა თამაშიდან, მაგრად ცდება, ის მეორე დღეს დანიშნული ვერც კი გაბედავდა გუნდის წამყვანი ლიდერის სკამზე დასმას რომ არა წყეული აურელიოს ბრძანების შესრულება!! ის ცდილობს როგორმე კვარას გასხვისებაში დომხალი შეიტანოს!!!!
NAPOLI!
22 თებერვალი 2024 20:56
5
მეც ასე ვიფიქრე,მას ჯერ ასეთი დონის ,,ვერხი,, არ გააჩნია ყველაფერი მაგ ძუნწისგან მოდის. კალცონა აურელიოს ხელის ბიჭი გახდა.მეგობრებო სიმართლე გზას არასოდეს კარგავს,კალცონას პრაფესორობა ბარსელონაში გამოჩნდება და კვარას დაუფასებლობა ძვირად დაუჯდება,ბარსელონადან კალცონა ჩასვრილი ჩამოვა და აურელიო 3-4 თვეში გაღმა ნაპირზე გაუშვებს
სვანსკი
23 თებერვალი 2024 12:15
1
ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და არც არავის ვახვევ თავზე,მაგრამ მაინც უნდა ვთქვა:შეიძლება მომეჩვენა იქიდან გამომდინარე,რომ ხვიჩა როგორც ყველა ქართველს მიყვარს და ვგულშევმატკივრობ,მაგრამ მე ასე დავინახე:ხვიჩას გასვლის შემდეგ დაიწყეს უკეთესად თამაში და შეტევაზე ფიქრი იმ უკანა და შუახაზელებმა ვინც მთელი ტაიმნახევარი ამის საპირისპიროს აკეთებდა.და მეორე:ხვიჩას იმდენჯერ მისცეს პასი როცა ფეხზე აჯდა კაცი რამდენჯერაც არ მისცეს პასი როდესაც სრულიად თავისუფალი იყო...
გოჩა
22 თებერვალი 2024 20:28
4
ხვიჩა თავისი თამაშით თუ უკმაყოფილოა ამის გარჩევა ჟურნალისტებმა სწორი აქცენტებით უნდა გააკეთონ. ისე მწვრთნელის გადასაწყვეტია ვის გაიყვანს თამაშიდან და როდის და ამას ყველა სპორტსმენი პატივისცემით უნდა მოეკიდოს. ადრე გვყავდა ნაკრებში ვაისპორტსმენი. თუ თავიდანვე ძირითადში არ იწყებდა მაშინვე იცვლიდა ფორმას და სახლში მიდიოდა. ხვიჩა შეგნებული ადამიანია და თუ თავის თავს შემოსწყრა ამას ათასნაირი კუდი არ უნდა გამოაბან. ბოლოს ტემპი რომ გაიზარდა მაგისთვის გაკეთდა ცვლილებები. დასვენებული ფეხბურთელი ბოლო ნახევარ საათს ყოველთვის მაღალ ტემპში ატარებს. აბა თავიდან რომ ყოფილიყვნენ მასეთ ტემპს მთელი თამაში ვერავინ გაუძლებდა.
გოჩას
22 თებერვალი 2024 22:16
1
გეთანხმებით
saqartvelo
22 თებერვალი 2024 22:08
1
ყველა გამოხმაურება
კვარაზე და ოსიმენზე უკეთესი მაგ გუნდში არავინაა.
gio
22 თებერვალი 2024 19:12
1
მაგას ქართველ ქალთმოძულეებს ვერ დააჯერებთ,ყველაფერს ისევ მის ცოლს აბრალებენ,კარგი "განტევების ვაცი" იპოვეს
ქალთ მოძულე ქართველი ვაჟკაცი
22 თებერვალი 2024 19:02
4
ძველი კვარა რომ უნდა იმიტომ შეცვალა და ეს სწორია
საბურთალო
22 თებერვალი 2024 18:56
16
კვარასთვის და ოსიმენისთვისაა კარგი რომ შეცვალა, ამით ჭკუას ისწავლიან და მოინდომებენ
ფიდელე ჯიგარია, მაგრამ
22 თებერვალი 2024 18:54
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული