"ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, რატომ არ ცდილობს მეტოქის მოტყუებას?" - Sky Sport-ის ჟურნალისტმა "კვარა" გააკრიტიკა

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" "კალიარის" ესტუმრა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფაბიო კარეზამ აღნიშნული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

"მგონი, დროა, "ნაპოლის" ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. შეცვლები? რუდი გარსიაც ხომ იმავეს აკეთებდა?

გუნდმა მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი გამოიცვალა. იცით, რა? ფეხბურთელები საკუთარ თავებს თვითონ უნდა დაეხმარონ. კვარაცხელია მეტოქის მოტყუებასაც კი არ ცდილობს. ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, ამას რატომ არ აკეთებს?", - განაცხადა კარეზამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 ადგილს
იკავებს.

alt"კარი ღიაა, მშვიდობით, ამას კვარაცხელიასგან არ ვიმსახურებთ" - Areanapoli პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით გამოხატავს

alt"ქარი ქროდა, ბალახი მაღალი იყო, კვარაცხელია შესანიშნავი ბიჭია" - კალცონა თავს იმართლებს

altკვარაცხელია ისევ შეცვალეს - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 44 /
აი პასუხი: - ყველაზე მეტჯერ კვარაზე ჯარიმდებიან, ურტყამენ ფეხებში და მსაჯებს რეაქცია არა აქვთ!
Რაგბის ფანი
26 თებერვალი 2024 12:14
5
თუ ჯარიმდებიან? მსაჯებს რეაგირება როგორ არ აქვს.უბრალოდ მოტყუების დროს ხშირად დაკარგავს ბურთს ხუთიდან ერთხელ შეძლებს რომ არ დაკარგოს ყველა ფორვარდი ეგრეა გამონაკლისების გარდა.მაგრამ დაკარგვაზე ვიღაცა მაგრად უტრაკებ ეტყობა .ან ფეხბურთელები შიგნითვე ან მწვრთნელი..რუსული სიტყვისთვის ბოდიში მარა შეიძლება ძედავშინობაა გუნდში
რამაზი
26 თებერვალი 2024 12:27
2
ჯანდაბა თქვენა და კურმუხეთი, ჯერ ერთი როგორ არ ცდილობს მარა რამდენი მოატყუოს ნახევარი გუნდი? თან როცა ატყუებდა და გოლები გაქონდა სპალეტი აკრიტიკებდა მასეთ გოლებს მე პასები მლირჩევნია და გადაეჩვია ბიჭი, მაშინ რატო არ დაიცავით?
გოგა
26 თებერვალი 2024 11:28
0
რამდენსაც უხდიან, იმდენივეს აკეთებს, და უფრო მეტსაც... ლოურენტისს სეზონის დამთავრებისთანავე უნდა გაეზარდა მისთვის ხელფასი ორჯერ მაინც, ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე... უბრალოდ, უნდა შეეცვალა კონტრაქტში თანხა და დანარჩენი დაეტოვებინა იგივე... სულ ესაა და რად უნდა ამას ჯუღელი და რამე ან ვინმე სხვა... ეს როგორც მადლიერების და ფეხბურთელის დაფასების ჟესტი... და მოლაპარაკებები უნდა გაემართა შემდგომ თუ ამის საჭიროებას დააყენებდა რაღაც ეტაპზე კვარაცხელიას მხარე... გაეტანო, რომელიც კალიარიში გაანათხოვრეს, გაცილებით მეტს იღებდა ნაპოლიში, ვიდრე იტალიის სეზონის საუკეთესო მოთამაშე კვარაცხელია იღებდა და იღებს დღესაც... სირცხვილი არ არის?!...როგორ ვერ უნდა ხვდებოდეს გუნდის მფლობელი, რომ მსგავსი უსართლობა უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ კვარაცხელიაზე, არამედ მთლიანად გუნდზე...
ქუთაისი
26 თებერვალი 2024 11:23
3
როცა ხედავ რომ არ გაფასებენ და არ გიფასებენ გარჯას სათანადოდ,ძველებურად ვეღარ გამოგივა რომც გინდიდეს. არაფერია აქ გაუგებარი. ამიტომ პრეტენზიები ლავრენტისთან
ჰოო
26 თებერვალი 2024 15:30
7
სანამ ატყუებდა შეჭამეს პასი მიეცითო და იმატაოს?
ჟორა
26 თებერვალი 2024 13:44
1
ოსიმენის დონეს და უფრო მეტს რომ თხოულობენ ეს უნამუსოები ვითომ არ იციან ათჯერ ნაკლებ ხელფასს რომ უხდიან მასზე!!! გუნდში თითქმის ყველაზე ნაკლებს უხდიან და ვარსკვლავურ თამაშს სთხოვენ. ძალიან კარგად იქცევა ხვიჩა!!! ამ შემთხვევაში უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არის. გვახსოვს წუწურაქის ტრაბახი კარგად მეხერხება კონტრაქტების შედგენაო (სამწუხაროდ მართალია და ჯუღელო დაგა... თავსლაფი)
rigiti
26 თებერვალი 2024 14:33
5
როგორც არ უნდა იყოს, არ მგონია, ხელფასის რაოდენობის მიხედვით ხდებოდეს კარგად და ცუდად თამაში.. თუ ეგრეა, აბა რას თხოვთ ქართული კლუბების მოთამაშეებს, რომ გაათახსირებთ ხოლმე, საშუალოდ 1000 ლარი აქვთ ხელფასი, მაგ ხელფასზე ბუცების ჩაცმაზეც არ ვიწვალებდი
....
26 თებერვალი 2024 15:37
1
რო ატყუებდა, ხომ დაუფასეთ? მინიმუმ ბოლო 20 წელიწადში კვარა არის სერია ა-ს ერთადერთი MVP და უეფას TOP ათეულის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ამ წარმატებებს ასეთი დაბალი ხელფასის პირობებში მიაღწია და თან მიღწევების შემდეგაც გროშიც არ მოუმატეს. ამ ჟურნალისტის ლექსიკით რომ ვთქვათ: ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, რატომ აკეთებთ ამას, რატომ ითხოვთ ყველაზე მეტს იმ კაცისგან, ვისაც სათადარიგოებზე დაბალი ხელფასი აქვს?!
ქომაგი
26 თებერვალი 2024 21:12
2
იმიტომ რომ გასაყიდად ვამზადებთ და ლაირენტისმა 100 მილიარდი რო არ დაადოს ფასი და ეს ჭაობი დროზე დავტოვოთ როგორც რუსებს ჩავუტარეთ
რეზი
26 თებერვალი 2024 12:24
4
ეგ კვარას კი არა გარსიაკალცონეს შეეკითხე,საქართველოს ნაკრებმა იცის ასე,როცა უტევს ჩერდებიან და ბურთს უკან საკუთარ საჯარიმოსკენ აბრუნებს,კითხვები სხვისი მისამართით დასვი .ირო. კვარა თქვენ უნდა იპოვნოთ, მან კი არ უნდა გიპოვნოთ,ბარსასთან კალცონე ჩაისვრის მერე ისევ კვარასკენ გაიშვერენ თითს. ლაურენტისს იტალია არა და მთელი მსოფლიო იცნობს რაც არის,როგორ შეიძლება ნორმალური ადამიანი მოვიდეს მწვრთნელად?
სვანსკი
26 თებერვალი 2024 11:22
3
რატომ არ ატყუებს???კარგი კითხვაა.ამას ძირი ჯერ კიდევ სპალეტიდან აქვს,გავიხსენოთ ფეერიული დასაწყისი შარშან,ლივერპულთან,რომ აალაპარაკა მთელი ევროპა.ლივერპულთან განმეორებით მატჩამდე,ზურგის ტრავმა,რომ მიიღო ხვიჩა იყოს ის ხვიჩა რომელიც ალამაზებდა ფეხბურთს.გავიხსენოთ სპალეტის შენიშვნები კვარას მიმართ როგორ მოუწოდებდა ყოველი თამაში მერე,რომ ეთამაშა გუნდურად და ნაკლებად ინდივიდუალურად,ბოლო-ბოლო მიიყვანეს ეს ბიჭი იმ ზომამდე,რომ თვითონაც ჩათვალა საჭიროდ,რომ მიეტოვებინა ის ღირსებები რაც ღმერთმა უბოძა ფეხბურთის სათამაშოდ.ადამიანის ორგანიზმს აქვს უნარი შეგუების და გადასხვაფერების.მანამდე თუკი ავტომატიზირებული ჰქონდა მოძრაობები და მოტყუება,ეს ყველაფერი ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა ორგანიზმში.ამიტომაც არის,რომ ახლა ფინტის გაკეთების დროს იწყებს ფიქრს და არ არის თავის გადაწყვეტილებებში დარწმუნებული.კარგი ისაა,რომ ჯერ კიდევ აქვს შანსი ისევ გააღვიძოს ის თვისებები რომელიც ჰქონდა მას,რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.კი მეორე წრეში გაუტანა კარგი გოლები ატალანტას,სალერნიტანას მარა ეს უკვე ის ინტესიური სახე აღარ იყო როგორც თავიდან.ასევე ვთქვათ ბოლო ვაზნები დაცალა.სპალეტი ტიპიური იტალიური გუნდური ფეხბურთის მიმდევარი იყო და მისთვის ასე გამოკვეყილი სხვებისგან ფეხბურთელი მიუღებელი იყო რა თქმა უნდა,მან პირადი მიზნებისკენ მოქაჩა ყველა და ნაკლებად იფიქრა იმაზე თუ როგორ შეეძლო ეს ბიჭი ექცია უფრო უკეთესად ვიდრე თუნდაც შარშან იყო.ძალიან მინდა ხვიჩა გადავიდეს ბარსაში რადგან ამ გუნდში ყველაზე კარგად იციან ფეხბურთელის სრულად გახსნა.
oto 777
26 თებერვალი 2024 22:48
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული