"ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, რატომ არ ცდილობს მეტოქის მოტყუებას?" - Sky Sport-ის ჟურნალისტმა "კვარა" გააკრიტიკა

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" "კალიარის" ესტუმრა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფაბიო კარეზამ აღნიშნული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

"მგონი, დროა, "ნაპოლის" ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. შეცვლები? რუდი გარსიაც ხომ იმავეს აკეთებდა?

გუნდმა მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი გამოიცვალა. იცით, რა? ფეხბურთელები საკუთარ თავებს თვითონ უნდა დაეხმარონ. კვარაცხელია მეტოქის მოტყუებასაც კი არ ცდილობს. ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, ამას რატომ არ აკეთებს?", - განაცხადა კარეზამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 ადგილს
იკავებს.

alt"კარი ღიაა, მშვიდობით, ამას კვარაცხელიასგან არ ვიმსახურებთ" - Areanapoli პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით გამოხატავს

alt"ქარი ქროდა, ბალახი მაღალი იყო, კვარაცხელია შესანიშნავი ბიჭია" - კალცონა თავს იმართლებს

altკვარაცხელია ისევ შეცვალეს - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 44 /
როცა ხედავ რომ არ გაფასებენ და არ გიფასებენ გარჯას სათანადოდ,ძველებურად ვეღარ გამოგივა რომც გინდიდეს. არაფერია აქ გაუგებარი. ამიტომ პრეტენზიები ლავრენტისთან
ჰოო
26 თებერვალი 2024 15:29
2
იმიტომ რომ უკან პასაა DD..ბურთს მისცემენ თუ არა იმის მაგივრად რომ გამწვავებაზე წავიდეს,ტიპი უკან აძლევს პას,მერე უკვირთ რატო შეცვალა მწვრთნელმაო.
თოკო
26 თებერვალი 2024 11:39
26
როცა ატყუებდა არც დაუფასეს და ფეხებსაც ამტვრევდნენ.... ხოდა ნაპოლის გამო არც თავს გაწირავს და არც ფეხებს
ლაშა
27 თებერვალი 2024 02:33
3
ჩემო "ნიჭიერო" Sky Sport-ის ჟურნალისტო , იმოტომ არ ცდილობს მეტოქის მოტყუებას, რომ ყველა "პროფესორმა" მწვრთნელმა, თავისი ვითომ ძლიერი ტაქტიკებით და სქემებით გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცია და თუ დღევანდელი "უმრავლესი, უტვინო, მუშა, უფანტაზიო ფეხბურთელივით" არ დარბის მოედანზე, ცვლიან ეგრევე. მიცენ თავისუფლება, ლამაზი ფეხბურთის თამაშის უფლება, ერთი მოთამაშის კრეატიულ თამაშს და ტოტალურ გუნდურ იდიოტურ რბოლიდან გამოთიშვას, აიტანს ნებისმიერი ნორმალური გუნდი. როგორც ეს კვარას ნეპოლური კარიერის დასაწყისში ხდებოდა. და შედეგიც უკეთესი ექნებათ. მაგრამ არა, უნდათ რომ დაამსგავსონ მორბენალ , უტვინო, ფეხბურთელს და შედეგიც შესაბამისი აქვთ. უნდა წავიდეს, ნაპოლის დღევანდელი თამაშები არის "სვარკის " ყურება.
გიო
26 თებერვალი 2024 17:26
3
10 მილიონიც რომ დაუნიშნონ, იგივე იქნება.
სამართალი
26 თებერვალი 2024 12:06
15
აცალეთ ხვიჩინიოს, თაფლობის თვე აქვს:-)
.
26 თებერვალი 2024 11:22
25
ცხონებულმა დიდმა ლევანამ თავის დროზე თქვა და ახალგაზრდა თაობას დაუბარა: რამდენსაც გიხდიან, იმდენისა დაიხარჯეო!!!
ვაჟა მასწ.
26 თებერვალი 2024 14:07
3
გადაიყვანოს რაინერი კაგლიარიდან სანამ დრო არის ლაურევრენტამ, და ეშველება გუნდს ,ლიგას მაიმც ათამაშებს მომოვალ წელს სხვა თუ არაფერი.
სოლომონი
26 თებერვალი 2024 12:46
2
როცა ატყუებდა ეგოისტი ეძახეთ და მალე ნახავთ სხვა მაისურით რაც მალე მით უკეთესი კლოპ წასვლამდე გააკეთე კაცური საქმე....
კახა
27 თებერვალი 2024 03:01
4
ესღა გვაკლდა. ლაურენტისს მოკითხე ნაპოლის გაბანძება, თუ მართლა ჟურნალისტი ხარ.
გიორგი
27 თებერვალი 2024 00:42
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული