საფეხბურთო აგენტმა და "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ რადიო Marte-ს ეთერში განაცხადა, რომ "იუვენტუსის" მცველ ანდრეა კამბიასოს მატჩის დასაწყისში "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასთან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლისას თამაშის წესები არ დაურღვევია.
"ეს პენალტი არ იყო, არაფერი არ იყო. ვინც Mediaset-ზე პროგრამა "პრესინგს" უყურა, ნახავდა, რომ კვარაცხელიას ეჭირა კამბიასოს ხელი და ფოლი მისი მხრიდან იყო. ყოფილმა მსაჯმა მაურო ბერგოციმ RAI-ზე თქვა, რომ პენალტი იყო? ყოფილი არბიტრი გრაციანო ჩეზარი მიიჩნევს, რომ თერთმეტმეტრიანი არ იყო. სერიოზულ ხალხს მტკიცებულებების უარყოფა არ შეუძლია".
სხვათა
შორის, შეხვედრის წინ ფედელემ განაცხადა, რომ "ნაპოლის" რიგებში უცხოპლანეტელია, მას ვიქტორ ოსიმენი ჰქვია და მისი იმედი უნდა ჰქონოდათ.
ჟურნალისტის, კარლო ალვინოს აზრით კი, არც პენალტი იყო, "იუვენტუსს" არ გაუმართლა, ნეაპოლურმა გუნდმა ცუდად ითამაშა და მოგებას არ იმსახურებდა.
შეიძლება პენალზე იკამათო, მაგრამ - კვარა არღვევდა -ო ?!