მამარდაშვილმა დიდებული მატჩი ჩაატარა - "ვალენსია" ევროზონას მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 28-ე ტურში „ვალენსიამ“ სახლში „ხეტაფე“ 1:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში თამაში ლამაზი სანახავი არ იყო და მასპინძლები დურომ დააწინაურა. „ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს სამუშაო თითქმის არ ჰქონდა, შესვენების შემდეგ კი მატას ორჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია, ბოლოს მარტინსაც არ გაატანინა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.

მამარდაშვილმა მიმდინარე ჩემპიონატზე 31 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა. გიორგიმ ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 8.1, flashscore 8.0, whoscored 7.9.

„ვალენსიას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 40
ქულით მე-8 ადგილზეა, ევროტურნირებზე გასასვლელ ზონას 2 ქულა აშორებს და 17 მარტს გასვლაზე „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - ხეტაფე 1:0
გოლი: დურო (40)

მკითხველის კომენტარები / 16 /
თუ კი სხვსგან თამაშის გარანტიას არ მისცემენ - ჯობს ვალენსიაში დარჩეს . დიდი ისტორიის მქონე გუნდია. ჩემპიონატი კი ერთერთი საუკეთესო. არ დაგვავიწყდეს - რა გზა გაიარა ძირითადის მეკარე რომ ყოფილიყო. წარმატებები მამარდ! ოქროს კაცი ხარ
ხომ ერა
20:55 09-03-2024
1
ბრავო გიორგი!სადაც დასჭირდათ,ყველგან საიმედოდ ითამაშა.უგო დურომ გოლი გაიტანა,ძალიან ტექნიკური დარტყმით და მატჩის საუკეთესოდ ის დაასახელეს,მაგრამ გიორგის როლი,მეტი მგონია ამ გამარჯვებაში.
სოსო
19:44 09-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული