ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდის" უგოლო ფრე "პრესტონთან"

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის მე-40 ტურში "უოტფორდისა" და "პრესტონის" მატჩი 0:0 დასრულდა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც წინა შეხვედრა ავადმყოფობის გამო გამოტოვა, გამოჯანმრთელდა, 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და ყვითელი ბარათი მიიღო. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.0, flashscore 6.4, whoscored 6.2.

"უოტფორდი" მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.

„უოტფორდი“ 51 ქულით მე-14 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 10 აპრილს გასვლაზე „იფსვიჩთან“ ჩაატარებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“

უოტფორდი - პრესტონი 0:0

alt"უოტფორდი" ფრეს დასჯერდა - ჩაკვეტაძის უთამაშებლობის მიზეზი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 5 /
ინგლისის მეორე ლიგის საშუალო დონის კლუბის სათადარიგო რამდენი ხანი უნდა იყოს? 1000 სკაუტები აკვირდება ყველა ლიგის ყველა თამაშს, სამწუხაროდ ეს მაქსიმუმია რაც შეუძლია
გოგა
10:01 07-04-2024
3
ჩეკვემ ეს ლიგა ფიზიკურად მოსამჯობინებლად და ფორმის ბოლომდე აღსადგენად უნდა გამოიყენოს. კიდევ ჭირდება შრომა და თამაშები რო ძველებურად ლაღად ათამაშდეს.მერე კი ეს ლიგა და გუნდი უნდა დატოვოს და სამხრეთით წამოვიდეს ესპანეთი ან პორტუგალია ბენფიკა პორტო თუ იქნება გადასარევი იქნება ჩაკვესთვის.ასევე იტალია. საბერძნეთიც მაგალითად პაოკი პანათინაიკოსი ოლიმპიაკოსი ესეც მისაღები იქნება. თურქეთიც ფენერბახჩე ბეშიქთაში გალათასარაი კარგი ვარიანტები იქნებოდა ჩაკვეტაძისთვის.
ქომაგი
03:49 07-04-2024
3

სიახლეები პოპულარული