კვარაცხელია ხელშეუხებელი აღარაა - "ნაპოლის" პრეზიდენტი ზაფხულში ქართველის გაშვებაზეც თანახმა იქნება

AutoSharing Option
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მისი გუნდის ბოლო მატჩის შედეგითა და ნაჩვენები თამაშის ხარისხით ძალიან უკმაყოფილოა.

"პარტენოპეი" "ემპოლისთან" გასვლაზე 0:1 დამარცხდა და რბილად რომ ვთქვათ, უსახური შთაბეჭდილება დატოვა.

იტალიურ მედიაში დაიწერა ისიც, რომ აღნიშნული მატჩის შესვენებაზე დე ლაურენტისი კლუბის გასახდელში ჩავიდა, რათა გაერკვია, რა ხდებოდა. ის შემდეგ ტრიბუნაზე დაბრუნდა, სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა და გუნდის დასჯა ბაზაზე სეზონში მეორედ გამოკეტვით გადაწყვიტა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და კიდევ ერთი შანსი მისცა.

ახლა კი Gazzetta dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა
წერს, რომ დე ლაურენტისი ზაფხულში ყველა ფეხბურთელის გაშვებაზე იქნება თანახმა და ვინც უკმაყოფილოა, შეუძლია წავიდეს. ხელშეუხებელი აღარავინ იქნება, მათ შორის, კვარაცხელიაც.

"ვისი წასვლაც შეუძლებლად ჩანდა და პრეზიდენტს ხელშეუხებლად მიაჩნდა, ასე აღარაა. ვინც ბედნიერი არ არის, მისთვის კარი ღიაა.

ყველა ბაზარზეა, კაპიტან დი ლორენცოდან დაწყებული, ასევე იქნება ეს ხვიჩა, ლობოტკა თუ მატეო პოლიტანო.

"პარტენოპეის" აღარ სურს ის პრობლემები, რომლებიც ოსიმენის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით წარმოიქმნა". - წერს გამოცემა. 

ინფორმაციისთვის, იტალიურმა მედიამ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელია სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებდა და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც მიიღებდა.

altაირია მონასტერი: დე ლაურენტისი გუნდს გასახდელში ჩაუვარდა - დი ლორენცო ტიფოზებმა გალანძღეს

მკითხველის კომენტარები / 48 /
დე ლაურენტისს,საკუთარი ძაღლი აღარ ენდობა და ფეხბურთელები მიენდობიან?!ალბათ ფიქრობს,ბიჭები თავის გამოჩენას შეეცდებიან და ძველებური შემართებით ითამაშებენ,რომ სკაუტებს თავი მოაწონონო,მაგრამ სეზონის ბოლოს,დე ლაურენტისი ისეთ გამოსასყიდებს დაადებს,ბიჭები წასვლაზეც ვერ იოცნებებენ.მას კი, სეზონის კარგი დაბოლოება შერჩება.იცის, რომ ყველაფერი მისი ბრალია,თან ბრაზი ახრჩობს მაგრამ აღარაფერში აღარ არის დარწმუნებული და წამიერად იცვლის გადაწყვეტილებებს.მართლა აღარ იცის,როგორ მოიქცეს.ასეთ დროს გადადგომაა,ყველაზე სწორი საქციელი,მაგრამ გუნდის მეპატრონე,სად უნდა გადადგეს?ჰოდა უაზროდ აწყდება, ყველა მხარეს.
სოსო
22 აპრილი 2024 13:40
1
კვარას არა აქვს ხასიათი და ლიდერის თვისებები.. ტოპ კლუბებში, თუ მოხდა სასწაული და ვინმემ იყიდა, იქ მასეთი უჯიგრო თამაშით სათადარიგოთა სკამს გაახიხინებენ.
geno
22 აპრილი 2024 15:28
56
და ნაკრებში რატომ აქვს? ან რატომ ვერ ხვდები, რომ ასეთი ინტენსიური იგნორაციის (პარტნიორების მხრიდან) და დაუფასებლობის (კლუბის მფლობელის მხრიდან) პირობებში ვერც რონალდუ და მესი დაკრეფდნენ ციურ ვარსკვლავებს.
vai vai
22 აპრილი 2024 17:30
8
Ჯერ ეგ ერთი ამას არცერთი ტოპ გუნდი არ იყიდის.და შენი თქმის არ იყოს სათადარიგო სკამიდან ვერ წამოდგება.
geno-ს
22 აპრილი 2024 18:39
17
ყველა გამოხმაურება
ასე! ფული, სიხარბე, გაუმაძღრობა არის დიდი უბედურება! ცხოვრების ყველა ასპექტში, ყველა სფეროში!
aburjga
22 აპრილი 2024 13:34
1
და თქვენ მართლა გჯერათ გასახდელში ჩასვლამდე არ იცოდა რაც ხდება ამ დაჩირქებულმა მაფიოზამ? მინდა დაგამშვიდოთ ხვიჩა იგვეა უფრო სწორეთ უკეთესია ვიდრე შარშან თუარ გჯერავთ მალე გამოჩდება მან ამ ორ სხვადასხვა მიმართულების სეზონში უდიდესი პრაქტიკა და გამოცდილება მიიღო რაც სწინდარია მისი როგორც მსოფლიო დონის ვარსკლავის ჩამოყალიბების.
გიორგი
22 აპრილი 2024 13:31
6
ღმერთმა ქნას ზაფხულში მაქედან წავიდეს კვარა
ნიკა
22 აპრილი 2024 12:57
2
რეგვენმა ლაურენტისმა თავის თავს დააბრალოს! თვითონ არია მონასტერი! ისე არამგონია კვარა გაყიდოს ერთადერთი ნატელი წერტილია მაგ გუნდში!
რობი
22 აპრილი 2024 14:07
8
ძაან კაია ჩემი სურვილია ბაიერნი ან ბარსა :))
ba
22 აპრილი 2024 12:52
2
დე ლაურენტის შესვენებაზე გასახდელში ჩასვლები :)
გაუხუნდა
22 აპრილი 2024 14:51
3
ძალიან კარგი იქნება, თუ მაგ გუნდიდან წავა.
კნოპსი
22 აპრილი 2024 13:42
2
ძალიანაც კარგი, მივდივააართ
Footbol
22 აპრილი 2024 13:53
4
შენ სად მიდიხარ?
მე არ ვარ ბოროტი
22 აპრილი 2024 14:33
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული