კვარაცხელია ხელშეუხებელი აღარაა - "ნაპოლის" პრეზიდენტი ზაფხულში ქართველის გაშვებაზეც თანახმა იქნება

AutoSharing Option
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მისი გუნდის ბოლო მატჩის შედეგითა და ნაჩვენები თამაშის ხარისხით ძალიან უკმაყოფილოა.

"პარტენოპეი" "ემპოლისთან" გასვლაზე 0:1 დამარცხდა და რბილად რომ ვთქვათ, უსახური შთაბეჭდილება დატოვა.

იტალიურ მედიაში დაიწერა ისიც, რომ აღნიშნული მატჩის შესვენებაზე დე ლაურენტისი კლუბის გასახდელში ჩავიდა, რათა გაერკვია, რა ხდებოდა. ის შემდეგ ტრიბუნაზე დაბრუნდა, სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა და გუნდის დასჯა ბაზაზე სეზონში მეორედ გამოკეტვით გადაწყვიტა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და კიდევ ერთი შანსი მისცა.

ახლა კი Gazzetta dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა
წერს, რომ დე ლაურენტისი ზაფხულში ყველა ფეხბურთელის გაშვებაზე იქნება თანახმა და ვინც უკმაყოფილოა, შეუძლია წავიდეს. ხელშეუხებელი აღარავინ იქნება, მათ შორის, კვარაცხელიაც.

"ვისი წასვლაც შეუძლებლად ჩანდა და პრეზიდენტს ხელშეუხებლად მიაჩნდა, ასე აღარაა. ვინც ბედნიერი არ არის, მისთვის კარი ღიაა.

ყველა ბაზარზეა, კაპიტან დი ლორენცოდან დაწყებული, ასევე იქნება ეს ხვიჩა, ლობოტკა თუ მატეო პოლიტანო.

"პარტენოპეის" აღარ სურს ის პრობლემები, რომლებიც ოსიმენის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით წარმოიქმნა". - წერს გამოცემა. 

ინფორმაციისთვის, იტალიურმა მედიამ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელია სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებდა და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც მიიღებდა.

altაირია მონასტერი: დე ლაურენტისი გუნდს გასახდელში ჩაუვარდა - დი ლორენცო ტიფოზებმა გალანძღეს

მკითხველის კომენტარები / 48 /
ძალიანაც გამიხარდება, თუ გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლეა. ჯერ წასვლისთვის გათვლილი კომბინაცია მეგონა კვარამ რომ თამაშს მოუკლო, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ასეთ ფორმაშიც კი 10 თავით მაღლა იდგა ნაპოლის ნებისმიერ ფეხბურთელზე...გუნდი არ თამაშობს, გუნდი აღარ არსებობს და იტალიელებმა ამისთვის დიდი მადლობა უნდა გადაუხადონ ლაურენტესს...ხვიჩა მაგ გუნდიდან უნდა წავიდეს ნებისმიერ კარგ გუნდში, რომელიც შეიძენს. ევრო გვიახლოვდება, ევრო და, დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება რა მაგარი ბიჭიც არის.
ბესო
22 აპრილი 2024 15:51
9
გეთანხმები 100 პროცენტით.
555
22 აპრილი 2024 17:08
5
კვარას არა აქვს ხასიათი და ლიდერის თვისებები.. ტოპ კლუბებში, თუ მოხდა სასწაული და ვინმემ იყიდა, იქ მასეთი უჯიგრო თამაშით სათადარიგოთა სკამს გაახიხინებენ.
geno
22 აპრილი 2024 15:28
56
Ჯერ ეგ ერთი ამას არცერთი ტოპ გუნდი არ იყიდის.და შენი თქმის არ იყოს სათადარიგო სკამიდან ვერ წამოდგება.
geno-ს
22 აპრილი 2024 18:39
17
და ნაკრებში რატომ აქვს? ან რატომ ვერ ხვდები, რომ ასეთი ინტენსიური იგნორაციის (პარტნიორების მხრიდან) და დაუფასებლობის (კლუბის მფლობელის მხრიდან) პირობებში ვერც რონალდუ და მესი დაკრეფდნენ ციურ ვარსკვლავებს.
vai vai
22 აპრილი 2024 17:30
8
ყველა გამოხმაურება
დე ლაურენტის შესვენებაზე გასახდელში ჩასვლები :)
გაუხუნდა
22 აპრილი 2024 14:51
3
კვარა რეალში, ბარსაში ან სიტიში და ბაიერნში, ესაა მისი თამასა და არა ლაურენტისის ნაპოლი. ყველა ნახავს, რა შეუძლია კვარას ტოპ გუნდში.
22 აპრილი 2024 14:36
15
რუბინიდან და ბათუმიდან ნეაპოლში ლიდერობა, სერია ა საუკეთესოობა და ჩ.ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელობა და კიდე სხვა მრავალი უფრო ზრაპარი იყო. ასე, რომ ამ ბიჭისგან არაფერი გამიკვირდება. მე უფრო მისი ჰეითერების მიკვირს...
Irakli Apkhaidze
22 აპრილი 2024 16:20
5
როგორი გამართული ქართულითაც სწერ, შესაბამისი პროგნოზიც გაქვს. შეცდომაა-იზავს, სწორია იზამს!
ბესოს
22 აპრილი 2024 16:11
1
ყველა გამოხმაურება
შენ აგაშენა ღნერთმა, ჩემი აზრით, რაც ბოლო ნაპოლის თამაშებს ვუყურებ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ არც ერთ ფეხბურთელს ნაპოლიში დარჩენა არ სურს
rateqs
22 აპრილი 2024 14:26
2
კვარამ ამოწურა თავის თავი ამ გუნდში . აქ მეტი წინსვლა გამორიცხულია აწი პირიქით. ახლა უკვე ნაღდად ტოპ გუნდის დროა იმენა ტოპ გუნდის. ბარსა არსენალი თუნდაც ნიუკასლი და ატლეტიკო ყველა ნაპოლზე ბევრად წინაა. ნაპოლი ალბათ ერთი 20 წელი ვეღარ გახდება იტალიის ჩემპიონი, ლიგას კიდევ ვერასდროს ვერ მოიგებს.
mg1987
22 აპრილი 2024 14:20
7
რა გააკეთა ისეთი თავი რომ ამოწურა?
ლაშა
22 აპრილი 2024 14:53
23
პირდაპირ პარსელონაში? თავი ამოწურა თუ ვერ თამაშობს?
კაი ერთი
22 აპრილი 2024 14:37
15
ძალიან კარგი თუ წავა. არაა ხვიჩასნაირი ფეხბურთელის ადგილი ნაპოლში. უკეთესს იმსახურებს
ვახო
22 აპრილი 2024 14:17
11
რეგვენმა ლაურენტისმა თავის თავს დააბრალოს! თვითონ არია მონასტერი! ისე არამგონია კვარა გაყიდოს ერთადერთი ნატელი წერტილია მაგ გუნდში!
რობი
22 აპრილი 2024 14:07
8
ისე თვითონ დე ლაურენტისი რომ წავიდეს ჯობია
ვაა
22 აპრილი 2024 14:03
1
ერთი მაგათი უმადური კეთილებიც . . . ხვიჩამ 9 თამაში რომ უმაღლეს დონეზე ჩაატაროს და მეათე თამაში ჩააგდოს, მის ყველა სიკეთეს ივიწყებენ
ხვიჩა
22 აპრილი 2024 13:58
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული