კვარაცხელია ხელშეუხებელი აღარაა - "ნაპოლის" პრეზიდენტი ზაფხულში ქართველის გაშვებაზეც თანახმა იქნება

AutoSharing Option
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მისი გუნდის ბოლო მატჩის შედეგითა და ნაჩვენები თამაშის ხარისხით ძალიან უკმაყოფილოა.

"პარტენოპეი" "ემპოლისთან" გასვლაზე 0:1 დამარცხდა და რბილად რომ ვთქვათ, უსახური შთაბეჭდილება დატოვა.

იტალიურ მედიაში დაიწერა ისიც, რომ აღნიშნული მატჩის შესვენებაზე დე ლაურენტისი კლუბის გასახდელში ჩავიდა, რათა გაერკვია, რა ხდებოდა. ის შემდეგ ტრიბუნაზე დაბრუნდა, სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა და გუნდის დასჯა ბაზაზე სეზონში მეორედ გამოკეტვით გადაწყვიტა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და კიდევ ერთი შანსი მისცა.

ახლა კი Gazzetta dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა
წერს, რომ დე ლაურენტისი ზაფხულში ყველა ფეხბურთელის გაშვებაზე იქნება თანახმა და ვინც უკმაყოფილოა, შეუძლია წავიდეს. ხელშეუხებელი აღარავინ იქნება, მათ შორის, კვარაცხელიაც.

"ვისი წასვლაც შეუძლებლად ჩანდა და პრეზიდენტს ხელშეუხებლად მიაჩნდა, ასე აღარაა. ვინც ბედნიერი არ არის, მისთვის კარი ღიაა.

ყველა ბაზარზეა, კაპიტან დი ლორენცოდან დაწყებული, ასევე იქნება ეს ხვიჩა, ლობოტკა თუ მატეო პოლიტანო.

"პარტენოპეის" აღარ სურს ის პრობლემები, რომლებიც ოსიმენის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით წარმოიქმნა". - წერს გამოცემა. 

ინფორმაციისთვის, იტალიურმა მედიამ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელია სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებდა და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც მიიღებდა.

altაირია მონასტერი: დე ლაურენტისი გუნდს გასახდელში ჩაუვარდა - დი ლორენცო ტიფოზებმა გალანძღეს

მკითხველის კომენტარები / 48 /
დედა სვავები რა ბედნიერები არიან
მდა
24 აპრილი 2024 02:17
0
თუ გაყიდიან მაგას რა სჯობია. დააღწიოს თავი მაგ წუწურაქებს

ისე გინდა ქალთმოძულე მიძახეთ და რაც გინდათ, მაგრამ ფაქტია ამ ბიჭმა მოუკლო თამაშს 1 წელია დაახლოებით. შეიძლება ემთხვევა ცოლის მოყვნის ამბავს მაგრამ დიდხანს კი გაიწელა. საერთოდ გაქრა მისი შემოქმედებითობა და სტანდარტულ ფეხბურთელად გადაიქცა. თითქოს აღარ აღაფრთოვანებს ბურთი
კარგია თუ გაყიდიან
23 აპრილი 2024 10:25
6
რა გარანტია არსებობს, რომ მიქაუტაძის ბედს არ გაიზიარებს?!
SOS!!!
23 აპრილი 2024 12:41
1
ლაურენტისმა ნაპოლი "ჭ" კლასიდან გამოიყვანა და იტალიის ჩემპიონი გახადა. დიდი ფული ჩადო კლუბის წინსვლაში. ფეხბურთი ბიზნესია, ლაურენტისს არ ესწავლება ჭკუა ჯიბეგამოხეული , სიპებში და აიპებში უსაქმური ტროლებისაგან.
ხვიჩას ფასი და რეალური შესაძლებლობები ( ამ სეზონში) გამოჩნდება ევროპის ჩემპიონატზე.
Walter White
23 აპრილი 2024 10:14
1
ფეხბურთი სპორტიცაა და ამავდროულად ცხოვრების ანარეკლიც. ამითაა მაგარი, რომ სიტყვების ბრახაბრუხითა და ზედმეტი ტინგლიცობით ის არ კეთდება. ჩემპიონს და მითუმეტეს დღეს, შესაბამისი მოპყრობა ესაჭიროება. მეორე ეშელონის გუნდები ახლადგამოჩეკილ ვარსკვლავებს ვეღარ ინახავენ, დროულად ყიდიან სარფიანად, ხეირსაც ნახულობენ პატრონები და ახალ გუნდებს აკეთებენ. კაი ხანია ასე იქცევიან პორტუ-ბენფიკა, პსვ-აიაქს-ფეინოორდი, დორტმუნდი. დიდ იტალიელებსაც კი უჭირთ ამ მხრივ. ნაპოლის თუ გრანდობაზე გაუჩნდა ამბიცია, მაშინ მწვრთნელიან ფეხბურთელებიანად შემადგენლობას ადექვატურად უნდა მოქცეოდნენ, ახალი კონტრაქტები და ვარსკვლავური ანაზღაურება დროულად! სხვაგვარად ბოლობოლო ასეა - შეგრჩება გატეხილი ქილა ერბო. არ არსებობს ფეხბურთელმა, რომელსაც ერთი აქვს თუ სამი მილიონი და აგერ ხელისგაწვდენაზეა 7 - 10, აიძულოს საკუთარი თავი თუ მითუმეტეს დააძალონ უმაღლესი დონის შენარჩუნება, მოტივაცია ხელოვნურად არ იქმნება. ეს თამაში მოტივირებული, სხვადასხვაგვარი კაცების მიერ კეთდება, რომლებიც ყველა თავის ადგილას, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ საქმეს აკეთებს, მაგრამ ერთობით ქმნიან სინქრონულობას. ერთი კაცი დღევანდელ ფეხბურთში გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ვინც არ უნდა იყოს ის - ძველი თუ ახალი სუპერვარსკვლავი.
amataki
23 აპრილი 2024 04:19
2
ეს გაბრექილი ქართველთ მოძულელე ნაცხროვას და მიხოს მოტრფიალე გახდა..ეს ფარჩსკი ყოფილა
!!
23 აპრილი 2024 01:26
19
ტოპ-კლუბები ამ ფორმაში მყოფს არ წაიყვანენ
ტაბუ
22 აპრილი 2024 22:05
12
არც გაატრაკო ზუსტად შენ ნათქვამზე არის დამოკიდებული ხვიჩას მომავალი. წადი ყანა დაამუშავე სად იტენები!
გენიოსო
23 აპრილი 2024 00:04
7
ვინ გითხრა სიმონ, თუ შენ
მოიფიქრე ა¡?
მამუკა
22 აპრილი 2024 23:03
5
მაფიოზა ლაურენტისს ფულის გადახდა არ უნდა და დღეს ფეხბურთს ტყვილა არავინ თამაშობს.
elza
22 აპრილი 2024 21:52
4
კვარაცხელია ერთი უფერული ფეხბურთელი და სამარცხვინო ნაციონალია
asea
22 აპრილი 2024 20:08
68
ასეას.ხვდები მაინც,რა სისულელე დაწერე?
სოსო
23 აპრილი 2024 07:44
3
რამდენიხართ ეს სანაიას მიმდევრები? ისე თქვენმა ბელადმა მიხომ კი გასწავლათ ანძაზე ასვლა..ყველა ნაცის ტუუუუუუუუ
Rei-s და aseas-s
22 აპრილი 2024 21:50
11
ყველა გამოხმაურება
ძაან უმადური ფანები ყავთ.. ყველას ლანძღავენ ფეხის ერთ გადაბრუნებაზე და მალე ივიწყებენ ფეხბურთელების დამსახურებას კლუბის წინაშე
papai
22 აპრილი 2024 19:41
3
რა გიკვირს ? ეგენი ენრიკო კარუზოს უსტვენდნენ, სიმღერა არ იცისო, არადა ნეაპოლელი იყო და ძალიან უყვარდა თავისი ქალაქი. ყველგან ოვაციებით ხვდებოდნენ კარუზოს ნეაპოლელების გარდა. ისე გვანან ქართველებს. აქაც ასე არაა?
დავით 67
23 აპრილი 2024 00:24
5
აბა აქაც გაიხედ,გამოიხედე!
სოსო
22 აპრილი 2024 21:31
3
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!! წინ ევროპის ჩემპიონატია... "ნაპოლიზე" ნეაპოლში იდარდონ...
tngh
22 აპრილი 2024 18:48
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული