"პარტენოპეი" "ემპოლისთან" გასვლაზე 0:1 დამარცხდა და რბილად რომ ვთქვათ, უსახური შთაბეჭდილება დატოვა.
იტალიურ მედიაში დაიწერა ისიც, რომ აღნიშნული მატჩის შესვენებაზე დე ლაურენტისი კლუბის გასახდელში ჩავიდა, რათა გაერკვია, რა ხდებოდა. ის შემდეგ ტრიბუნაზე დაბრუნდა, სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა და გუნდის დასჯა ბაზაზე სეზონში მეორედ გამოკეტვით გადაწყვიტა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და კიდევ ერთი შანსი მისცა.
ახლა კი Gazzetta dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა
"ვისი წასვლაც შეუძლებლად ჩანდა და პრეზიდენტს ხელშეუხებლად მიაჩნდა, ასე აღარაა. ვინც ბედნიერი არ არის, მისთვის კარი ღიაა.
ყველა ბაზარზეა, კაპიტან დი ლორენცოდან დაწყებული, ასევე იქნება ეს ხვიჩა, ლობოტკა თუ მატეო პოლიტანო.
"პარტენოპეის" აღარ სურს ის პრობლემები, რომლებიც ოსიმენის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით წარმოიქმნა". - წერს გამოცემა.
ინფორმაციისთვის, იტალიურმა მედიამ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელია სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებდა და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც მიიღებდა.
აირია მონასტერი: დე ლაურენტისი გუნდს გასახდელში ჩაუვარდა - დი ლორენცო ტიფოზებმა გალანძღეს
ისე გინდა ქალთმოძულე მიძახეთ და რაც გინდათ, მაგრამ ფაქტია ამ ბიჭმა მოუკლო თამაშს 1 წელია დაახლოებით. შეიძლება ემთხვევა ცოლის მოყვნის ამბავს მაგრამ დიდხანს კი გაიწელა. საერთოდ გაქრა მისი შემოქმედებითობა და სტანდარტულ ფეხბურთელად გადაიქცა. თითქოს აღარ აღაფრთოვანებს ბურთი
ხვიჩას ფასი და რეალური შესაძლებლობები ( ამ სეზონში) გამოჩნდება ევროპის ჩემპიონატზე.
მოიფიქრე ა¡?