"მინდა "აიაქსში" დაბრუნდეს" - არველაძემ მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ SoccerNews-თან ინტერვიუში "აიაქსიდან" "მეცში" განათხოვრებულ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის თქმით, მას სჯერა, რომ მიქაუტაძე ამსტერდამული კლუბის რიგებში გაიბრწყინებს.

"მიქაუტაძის აიაქსში" გადასვლამდე და ტრანსფერის შემდეგაც მჯეროდა, რომ ამ კლუბში წარმატებას მიაღწევდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ვფიქრობ, რომ შანსი არ მისცეს. ველოდები როდის დაბრუნდება "აიაქსში" და გოლების გატანას დაიწყებს.

ერედივიზიონიდან ლიგა 1-ში დაბრუნების შემდეგ ძველებურად შედეგიანი გახდა. მინდა "აიაქსში" ვიხილო და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა მოახერხოს", - განაცხადა არველაძემ თანამემამულეზე.

შეგახსენებთ, "აიაქსმა" "მიქაუტაძე"
გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, ჩვენებურს ამსტერდამულ კლუბში დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა და ზამთარში კვლავ "მეცში" დაბრუნდა.

გიორგიმ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 19 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

alt"გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა" - შოთა არველაძე

alt"არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო" - შოთა არველაძე "უცხოური აგენტების შესახებ" კანონზე

altშოთა არველაძე: გამარჯვებულ საქართველოში ვიღვიძებთ - ერთიანობის და სიხარულის განცდა არ ნელდება

მკითხველის კომენტარები / 35 /
რა გინდა რომ საერთოდ დაღუპო?. . .მიდი რა მიხედე სააკაშვილი გყავს დასახსნელი
ნაპოლეონი
21:13 18-05-2024
20
მოდი რა იდი!!!შენ ევროპისკენ იძახე და ხელი შეუწყვე რევოლუციას!მერე იძახე საქაღტველო ძალიან მიყვარსო.რაც მაგრად მეჩვება.შენ შენი ამბიციები გაქ!ქვეყანა მაგრად გკიდია.....
შოთა
21:37 18-05-2024
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული