ქვილითაია "აპოელს" გულთბილად დაემშვიდობა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 30 წლის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია "აპოელიდან" "არისში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და სოციალური ქსელით აწ უკვე თავის ყოფილ გუნდს გულთბილად დაემშვიდობა.

ქვილითაიამ აღნიშნა, რომ "აპოელში" შესანიშნავი პერიოდი გაატარა, გულშემატკივრების სიყვარულს გრძნობდა, მათი მხარდაჭერის გადახდას მთელი ძალებით ცდილობდა, გუნდს ჩემპიონის ტიტულის მოგებაში დაეხმარა, რასაც კლუბი დიდი ხანი ელოდა; მიზანს მიაღწიეს, ყველასი მადლობელია, გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო და ახლა მის კარიერაში ახალი ციკლი იწყება.

"არისმა" გასულ სეზონში ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა. კლუბის პრეზიდენტი ბელარუსი ბიზნესმენი ვლადიმერ ფიოდოროვია, მწვრთნელი კი
- მისი თანამემამულე ალეკსეი შპილევსკი. ამ გუნდში რუსი ფორვარდი ალეკსანდრ კოკორინი თამაშობს.

კვიპროსის პირველობა 24 აგვისტოს აიღებს სტარტს - "არისი" სტუმრად "კარმიოტისას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგით რა! მე იმათგან ვარ, ვინც იძახდა კი ქართულ კანონს! კი ამერიკულ კანონს! კი კანადურ და ფრანგულ კანონს! ნუ გახდებით ნაცებივით ბოღმა და გესლიანები. რაც უთხრეს დაიჯერა, ვაპატიოთ. მეც არ მინდა არაფერი რუსული, მაგრამ მყოფნის აზროვნება გავიგო, რა უკეთესია საქართველოსთვის, პატიოსანი ხალხისთვის (ხოშტარიებს და მასეთებს ეს ამერიკული კანონი რა თქმა უნდა არ აწყობთ).
გიორგი, წარმატებებს გისურვებ, შვილო! თუ გამოგიძახებენ ნაკრებში, ვიცი და მჯერა - თავს არ დაზოგავ. ყველაფერს გაიღებ! ჰო და გაიხარე და გაგვახარე!
alexandre
15:16 05-07-2024
1
დიდი ხმით გაჰყვიროდა:)) არა რუსულ კანონსო! ნეტავ რატო წავიდა რუსებთან???
ობლაკ
12:29 05-07-2024
3

სიახლეები პოპულარული