"დარჩა ორი ვარიანტი, რომა" პირველ ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს დღეებში გააკეთებს - Corriere Dello Sport-ი ქართველი ფორვარდის "ჯალოროსიში" შესაძლო ტრანსფერზე

AutoSharing Option
იტალიური პოპულარული გამოცემა Corriere Dello Sport-ი გიორგი მიქაუტაძის "რომაში" შესაძლო ტრანსფერზე წერს. გამოცემის ინფორმაციით, "ჯალოროსი" ქართველი ფორვარდის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული.

ჩვენი იტალიელი კოლეგები გვაუწყებენ, რომ "მგლებმა" პირველი ოფიციალური შეთავაზებაც გაამზადა და "მეცს" მალე მიმართავს. ფრანგული კლუბი კი მას, დაახლოებით, 20-25 მილიონ ევროდ აფასებს.

რომელუ ლუკაკუს წასვლის შემდეგ "ოლიმპიკოზე" ახალი ფორვარდის მოყვანის საჭიროება დადგა. ახლა დანიელე დე როსის გუნდის შეტევის გაძლიერების ორი ვარიანტი არსებობს.

"ვილიარეალიდან" ან ნორვეგიელი ალექსანდრ სორლოთის დამატება, რომელიც უფრო ძვირად, დაახლოებით, 30 მილიონ ევროდ ფასობს, ან "მეციდან" ჩვენებური
თავდამსხმელის წაყვანა, რომელიც უფრო იაფი დაჯდება და თანაც, "ჯალოროსის" ბოსები სწორედ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერისკენ იხრებიან.

პარალელურად, გამოცემა Lego წერს, რომ მიქაუტაძის შესაძლო ახალი გუნდების სია ორამდე შემცირდა და ეს თვითონ თავდამსხმელმა გააკეთა.

მან "ვესტ ჰემსა" და "ლანსს" უარი შეუთვალა და კარიერის გაგრძელების ვარიანტად მხოლოდ "რომასა" და "მონაკოს" განიხილავს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ჟორჟისთვის ალბათ მონაკო სჯობია. სახლში იქნება, ენის ბარიერი არ ექნება. თან ჩემპიონთა ლიგას ითამაშებს. გულშემატკივარს რომა გვირჩევნია. საფრანგეთს ჩემპიონატის საყურებლად მაგარი მოტივაცია გჭირდება კაცს ))
ორივე კარგი ვარიანტია
12:26 10-07-2024
2
ჟორჟს სივრცეები სჭირდება, იტალიის ჩემპიონატი ნაკლებად კომფორტული იქნება მისთვის. ისევ საფრანგეთი ჯობს. შეიძლება ვცდები. წარმატებები ჩვენს ბომბარდირს!
მერაბი
14:58 10-07-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული