L'Equipe: მიქაუტაძემ "მონაკოში" გადასვლა ამ ორი მიზეზის გამო გადაწყვიტა

AutoSharing Option
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe-ი იმ ორ მიზეზზე წერს, რის გამოც საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ "მონაკოში" გადასვლა გადაწყვიტა.

პირველი ისაა, რომ ჩვენებურს საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონთა თამაშის სტილი ძალიან მოსწონს და თავისთან შესაბამისობაში მიიჩნევს.

მეორე მიზეზი კი ისაა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, თანაც საფრანგეთიდან წასვლა არ მოუწევს, რაც ძალიან ხიბლავს.

მიქაუტაძის "მეციდან" "მონაკოში" ტრანსფერის გაოფიციალურება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. მისი დამატების დიდი სურვილი ასევე სერია A-ს ბინადარ "რომას" ჰქონდა. 

altშესანიშნავი ამბავი - შესაძლოა, მიქაუტაძე ევრო 2024-ზე "ოქროს ბუცის" მფლობელი მაინც გახდეს

მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, რომა ლიგაზე როდის მოხვდება ღმერთმა იცის, ლიგაზე თამაში კიდევ სულ სხვა გამოცდილებაა, რაც მსოფლიოს შესარჩევისთვის უეჭველი გამოგვადგება
მამუკა
20:28 12-07-2024
2
იტალიის კრიტიკას და თავის ტკივილს მონაკო ჯობია მბაპე ანრი და კიდევ უამრავი ფორვარდი მონაკოდან წამოვიდა
ჟორა
19:44 12-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული