საქართველოს ნაკრების 29 წლის მცველი ოთარ კაკაბაძე "კრაკოვიას" კაპიტანი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს.
მეორე კაპიტანი იაკუბ იუგასია, მესამე კი - კამილ გლიკი.
კაკაბაძე პოლონურ გუნდში 2021 წელს "ტენერიფედან" გადავიდა, ხოლო გაზაფხულზე კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააგრძელა. მან ეროვნული გუნდის ღირსება 65 მატჩში დაიცვა.