მოგეხსენებათ, ნიდერლანდურ გრანდს სეზონის დასაწყისში მორიც შტეინი ავარჯიშებდა, ვან სხიპმა და ვალკანისმა კი გუნდი 2023 წლის ოქტომბერში ჩაიბარეს.
"ვარჯიშზე ჩვენ მისი კარგი თვისებები დავინახეთ, მაგრამ როცა კლუბში მივედით, გიორგი თავს უკვე არასასურველად გრძნობდა. კარგად ვარჯიშობდა, მაგრამ სიმშვიდეს ვერ ვატყობდით.
ვცდილობდით, მისთვის თავდაჯერებულობა შეგვემატებინა
არ მიკვირს, რომ მიქაუტაძემ "მეცში" და ევროპის ჩემპიონატზე კარგად ითამაშა. ხშირად ხდება, რომ მოთამაშეები სხვა გარემოში იხსნებიან. ის კარგი ბიჭია, რომელიც ჩვენთან რთული სტარტის შემდეგ ვერ "გამოჯანმრთელდა", - თქვა ვალკანისმა.
"თქვენი "მეფე გიორგი" სამუდამოდ მადლიერი იქნება" - მიქაუტაძე "მეცს" ემოციური პოსტით დაემშვიდობა
დიდება საქართველოს!
ადმინ! დიდი მოწიწებით: ყველას ნაბოდვარს ნუ გააჟღერებთ ჩვენს ბიჭებზე!