"სიმშვიდე არ ჰქონდა, თავს არასასურველად გრძნობდა" - მიქაუტაძის შესახებ "აიაქსში" მისმა ერთ-ერთმა მწვრთნელმა ისაუბრა

AutoSharing Option
"აიაქსში" გიორგი მიქაუტაძის ერთ-ერთმა დამრიგებელმა მიშელ ვალკანისმა, რომელიც მთავარი მწვრთნელის, ჯონ ვან სხიპის ასისტენტი გახლდათ, Espn-ს ინტერვიუ მისცა, სადაც გიორგი მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა. 

მოგეხსენებათ, ნიდერლანდურ გრანდს სეზონის დასაწყისში მორიც შტეინი ავარჯიშებდა, ვან სხიპმა და ვალკანისმა კი გუნდი 2023 წლის ოქტომბერში ჩაიბარეს. 

"ვარჯიშზე ჩვენ მისი კარგი თვისებები დავინახეთ, მაგრამ როცა კლუბში მივედით, გიორგი თავს უკვე არასასურველად გრძნობდა. კარგად ვარჯიშობდა, მაგრამ სიმშვიდეს ვერ ვატყობდით.

ვცდილობდით, მისთვის თავდაჯერებულობა შეგვემატებინა
და წუთები მივეცით, მაგრამ მის პოზიციაზე დიდი კონკურენცია იყო. ბრობიმ ძალიან კარგად დაიწყო თამაში და გოლების გატანა; აკპომმაც იგივე გააკეთა, როგორც კი შანსი მიეცა...

არ მიკვირს, რომ მიქაუტაძემ "მეცში" და ევროპის ჩემპიონატზე კარგად ითამაშა. ხშირად ხდება, რომ მოთამაშეები სხვა გარემოში იხსნებიან. ის კარგი ბიჭია, რომელიც ჩვენთან რთული სტარტის შემდეგ ვერ "გამოჯანმრთელდა", - თქვა ვალკანისმა. 

alt"თქვენი "მეფე გიორგი" სამუდამოდ მადლიერი იქნება" - მიქაუტაძე "მეცს" ემოციური პოსტით დაემშვიდობა

altმიქაუტაძემ ახსნა, რატომ გააკეთა არჩევანი "ლიონის" სასარგებლოდ - ქართველის პირველი კომენტარი მშობლიურ გუნდში ჩარიცხვის შემდეგ... ცნობილია, როდის შედგება მისი დებიუტი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბრობიზე უკეთესი ფორვარდი აღარ გყოლოდეთ არასოდესს!!! ტიპი იმენა უნიჭოდ კორპუსის დაყენების გარდა არაფერი რო არ აქვს ეგეთი ფორვარდი, უბრალოდ ჰოლანდიის ნაკრების წევრია და 20 გოლი გააქ ჰოლანდიის მეთევზეების ლიგაში
nedved
21:50 19-07-2024
1
ჰოლანდიელების უმეტესობას გონია კუჩჭში რომ გადიან ვარდების და იასამნების სუნს აყენებენ.რას იზავ ასეთი ხალხია. ისე რაც მეტს ილაპარაკებენ ჟორჟზე ეს იმას ნიშნავს, რომ ძაან კარგად ხვდებიან რომ იდიოტობა გააკეთეს. ის ლენჩი რომ გამოვიდა ამის წინ,იმასაც ყველა გულშემატკივარი ასხავს და ზუსტად თავის მართლება უწევთ. ჯერ სად არიან ნახავენ რომ გიო 5 საუკეთესო ფორვარდში იქება მალე❤️
Saba
21:20 19-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული