კონტემ ფეხბურთელები გატანჯა და ერთი სული აქვს, "კვარას" როდის გადაეხვევა - იტალიური მედია

AutoSharing Option
„ნაპოლიმ“ წინასასეზონო თერთმეტდღიანი პირველი შეკრება დიმაროში „მანტოვას“ 3:0 დამარცხებით დაასრულა. Areanapoli-ცნობით, მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ფეხბურთელები ვარჯიშებზე გატანჯა, გუნდი დღეს ნეაპოლში დაბრუნდა, რამდენიმე დღე დაისვენებენ და შემდეგ მეორე შეკრებას კასტელ-დი-სანგროში დაიწყებენ.

გამოცემა წერს, რომ კონტეს ძალიან აკლდა ევროპის ჩემპიონატის მერე შვებულებაში გასული ფეხბურთელები, ერთი სული აქვს ხვიჩა კვარაცხელიას და ჯოვანი დი ლორენცოს როდის ნახავს და გადაეხვევა.

კონტემ „მანტოვასთან“ ნამატჩევს მოკლე კომენტარი გააკეთა. „გამარჯვებები თვითრწმენის დამკვიდრებაში გვეხმარება. ბურთის უკეთ კონტროლირება გვჭირდება. ძალიან კმაყოფილი ვარ აგრესიულობით
და მაღალი პრესინგით. აუცილებელია მუშაობა გავგრძელოთ, მოვუმატოთ და დარწმუნებული ვარ, ნაკრებებიდან ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ, ამას ნამდვილად შევძლებთ.

სამზადისს აჩქარების გარეშე შევუდექით. გუნდი ადაპტაციას გადის. თანდათან ბიჭები უფრო მეტს გაიგებენ. მთავარია კოლოსალური ინტენსივობით ვითამაშოთ. არ მინდა გუნდი უკან იდგეს და მარცხის საშიშროების წინაშე აღმოჩნდეს. მეტი გამჭოლი გადაცემების გაკეთება გვმართებს“, - ციტირებს კონტეს Football Italia.

კვარაცხელია "ნაპოლის" 25 ივლისს შეუერთდება.

altლუკაკუს "ნაპოლიში" "კვარაზე" მაღალი ანაზღაურება ექნება - ბელგიელმა "პარტენოპეისთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

მკითხველის კომენტარები / 11 /
ნაპოლის და სხვა ნებისმიერი გუნდის წარმატებული სტარტი, თუგინდ მთლიანად სეზონი მეტწილად დამოკიდებულია შემადგენლობის ძირითადი ბირთვის ჯერ ფსიქოლოგიურ და მერე ფიზიკურ მდგომარეობაზე. რაც ასე თუ ისე თითქმის მოგვარდა და საკმაოდ წარმატებულად - დაცვის ხაზია. ნახევარდაცვა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია. ფლანგები გასაგებია, ხოლო ცენტრში ვინ შეუწყვილდება ლობოტკას ჯერ არ არის საბოლოოდ გარკვეული. მართალია არიან ანგისა,კაიუსტე, ფოლორუნშო, მაგრამ ჯერ არ ჩანს კონკრეტულად ზელინკის შემცვლელი. ერთერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი - შეტევის ხაზი, ყველაზე პრობლემურია. პოლიტანო-ნგონგე რამდენად არის საკმარისი დიდი ამოცანებისათვის -საეჭვოა. მარცხვნივ კვარას დროდადრო ალბათ რასპადორი ჩაენაცვლება. აქ პრობლემების ბუდე ცენრტრფორვარდის პოზიციაზეა. ლაურენტისის იმედები ოსის სარფიანად "მისუხარებაზე" არ მართლდება. კვარას კონტე ცოცხალი თავით არ თმობს,არადა ოსიც რომ დაიტოვო და ლუკაკუც შეიძინო, ბლომად ფულია საჭირო. პრინციპში კვარა ამ გუნდის ერთადერთი ტოპ ვარსკვლავია, ვინც რაც არ უნდა იქაქანოს, ეს ამბავი დამდგარმა რეალობამ ძალიან ნათლად აჩვენა. მხოლოდ მასში იხდიან რეალურად დიდ ფულს. ჯუღელის გადამკიდე, ლაურენტისს მისი შენარჩუნება მუქთად სურს. უკვე საკმაოდ გათვიცნონიერებული ხვიჩა (23 წელი) წაყვება ჯუღელი-ლაურენტისის "პრედლაჟენიებ"-ს, თუ თავად გადაწყვეტს თავის ბედს? თუ დამიჯერებთ ეს იქნება ნაპოლის მომავალი სეზონის გადამწყვეტი საკითხი.
ამატაკი
13:17 22-07-2024
0
აშკარაა, კონტე ცდილობს ფეხბურთელები მაგრად დატვირთოს, ეს ჩანს ვარჯიშების ინტენსივობის მიხედვით. ამის ფონზე ძალიან მაინტერესებს ის ფეხბურთელები, რომლებმაც გასული სეზონი ჩააგდეს, როგორ ითამშებენ ახალი ჩემპიონატის თამაშებს.
კისისხეველი
11:54 22-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული