"კვარა" ცდილობს გუნდი ზურგით ათრიოს - ლუკაკუ ქართველთან ერთად დამანგრეველი გახდება" - უცხოური მედიის გამოხმაურება

AutoSharing Option
„ნაპოლიმ“ წინასასეზონო შეკრებაზე ოთხი ამხანაგური მატჩის გოლგაუშვებლად მოგების შემდეგ, „ჟირონასთან“ 0:2 მარცხი განიცადა და გამოჩნდა, რომ როგორც კი ძლიერ მეტოქეს შეხვდნენ, პრობლემები თვალსაჩინო გახდა. ეს მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე არტიომ დოვბიკის გარეშე დარჩა და გუშინ ვიქტორ ციგანკოვსაც არ უთამაშია.

კატალონიური „სპორტი“ წერს, რომ „ნაპოლის“ ყველა „აფეთქება“ კვარაცხელიას მიერ ხდება, რამდენიმეჯერ აინთო, ცდილობს გუნდი ზურგით ათრიოს, მაგრამ ეს ადვილი არ არის, ვინაიდან მის კარგ გადაცემებს პარტნიორები ვერ იყენებენ და თანაც, ხვიჩას მეურვეები მაქსიმალურად უზღუდავდნენ სამოქმედო სივრცეს.

CalcioMercato მეკარე ალექს მერეტის დაშვებულ
შეცდომაზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც პირველი გაშვებული გოლი მოჰყვა, ჯაკომო რასპადორის უუნარობაზე, რომელიც კატალონიელთა საჯარიმოში ერთხელაც ვერ შეეხო ბურთს და რომ რომელუ ლუკაკუს სახით სასწრაფოდ სჭირდებათ ცენტრალური თავდამსხმელი. გამოცემა აღნიშნავს, რომ თამაშს მხოლოდ „კვარა“ ამწვავებდა.

„კორიერე დელო სპორტის“ დირექტორმა ივან ძაძარონიმ Kiss Kiss-ის ეთერში განაცხადა, რომ ლუკაკუ მისი კერპია, „ნაპოლიში“ ბელგიელის გადასვლის იმედი აქვს, რამეთუ ქართველთან და სხვა ნახევარმცველებთან ერთად დამანგრეველი გახდება.

ნეაპოლური გამოცემები აღნიშნავენ, რომ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ წინასასეზონო სპარინგების შემდეგ პირველად არ ისაუბრა ჟურნალისტებთან, რადგან შეშფოთებულია და ნახევარმცველისა და ცენტრფორვარდის დამატებას ითხოვს.

altკონტეს პირველი ნოკაუტი - "ნაპოლიმ" სეზონის დაწყების წინ, კოკისპირულ წვიმაში, "ჟირონასთან" მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
არ ვიცი ვინ ვის და როგორ ათრევს ზურგით.ვიცი ერთი - ვინც დღეს უყურა ოლიმპიადის ჩოგბურთის ფინალს, დამეთანხმება, რომ დიდი სპორტსმენის აუცილებელი ატრიბუტიკა არის მონდომება, ბრძოლა,თავდადება,ე.წ. "ჟილკა". ჯოკოვიჩი, რომელიც ყველა ტიტულის მფლობელი იყო, კარიერის დასასრულს მიაღწია კიდევ ერთ იმაღლეს საფეხურს. 37 წლის ჩოგბურთელმა ყველაფერი დადო დღეს გამარჯვების მისაღწევად. ეს ის ელემენტია, რომელიც ხშირად აკლია ჩვენს სპორტსმენებს.
Walter White
19:14 04-08-2024
3
ლიბერასტული სამყაროს ფავორიტი მართლმადიდებელმა ვაჟკაცმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დადო და სალიბერასტეთის ევროპულ დედაქალაქში ჯვარი აღმართა. . . ქართველო პროევროპელებო გისამძიმრებთ
ნაპოლეონი
19:10 04-08-2024
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული