5 მილიონი ევრო და ბონუსები - "ნაპოლის" საბოლოო შეთავაზება ხვიჩა კვარაცხელიას

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere del Mezzogiorno ავრცელებს.

მოგეხსენებათ, სერია A-ს მეორე ტურში "ნაპოლისა" და "ბოლონიას" მატჩს ქართველის აგენტი მამუკა ჯუღელი დაესწრო, იტალიურ მედიაში კი მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართებოდა.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" ხვიჩას 5-წლიან კონტრაქტს, ანაზღაურების სახით კი 5 მილიონ ევროსა და ბონუსებს სთავაზობს. ჯერჯერობით უცნობია, ჩაიდება თუ არა ახალ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი.

შეგახსენებთ, ხვიჩას ნეაპოლელებთან მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.

alt"ხვიჩა "გაქრობის" საშიშროების პირას მყოფი შემოქმედთაგანი - მოქანდაკე,

პოეტი და დიდოსტატი ქართველი" - იტალიელი ჟურნალისტი

alt"კვარა" "ნაპოლის" მარადონას ძალით ამოძრავებდა, ტექნიკური ზღვარი არ გააჩნია, მაგრამ... - იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე

altგამარჯვება, რომელიც კვარაცხელიას დაემყარა! - კონტეს პარალელები საქართველოს ნაკრებთან და რა უნდა ვუსურვოთ ხვიჩას...

მკითხველის კომენტარები / 25 /
რატო ნერვიულობთ ნეტა 5'ს აიღებს თუ 7.5 მილიონს ? თქვენ კი არ გხვდებათ რამე ))

ჯობს პირობები და გამოსასყიდი თანხა იყოს ადამიანური, ვიდრე უაზროდ მაღალი ხელფასი და კაბალური 1 მილიარდიანი გამოსასყიდით.

დათანხმდეს 5 ლიმონს, ოღონდ 100 ლიმნიანი გამოსასყიდით (რომელიც 2025 ან 2026-იდან გაიხსნება) და ეგაა :)
ჰო ნუ ბონუსებიც ხო იქნება 1-2 ლიმონი სკუდეტოზე/თასზე ან ოთხეულში მოხვედრაზე და ეგაა.
3
როგორც მბაპე.მოექცა პსჟს ისე.უნდა მოექცეს გნიდა პრეზიდენტს უფასოდ წავიდეს 26 ის იქმება ამათი უსამართლო დდს
ემიგრანტი
20:45 27-08-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული