5 მილიონი ევრო და ბონუსები - "ნაპოლის" საბოლოო შეთავაზება ხვიჩა კვარაცხელიას

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere del Mezzogiorno ავრცელებს.

მოგეხსენებათ, სერია A-ს მეორე ტურში "ნაპოლისა" და "ბოლონიას" მატჩს ქართველის აგენტი მამუკა ჯუღელი დაესწრო, იტალიურ მედიაში კი მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართებოდა.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" ხვიჩას 5-წლიან კონტრაქტს, ანაზღაურების სახით კი 5 მილიონ ევროსა და ბონუსებს სთავაზობს. ჯერჯერობით უცნობია, ჩაიდება თუ არა ახალ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი.

შეგახსენებთ, ხვიჩას ნეაპოლელებთან მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.

alt"ხვიჩა "გაქრობის" საშიშროების პირას მყოფი შემოქმედთაგანი - მოქანდაკე,

პოეტი და დიდოსტატი ქართველი" - იტალიელი ჟურნალისტი

alt"კვარა" "ნაპოლის" მარადონას ძალით ამოძრავებდა, ტექნიკური ზღვარი არ გააჩნია, მაგრამ... - იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე

altგამარჯვება, რომელიც კვარაცხელიას დაემყარა! - კონტეს პარალელები საქართველოს ნაკრებთან და რა უნდა ვუსურვოთ ხვიჩას...

მკითხველის კომენტარები / 25 /
კვარამ რაც გააკეთა ბოლო თამაშში, იმის მერე 5 მილიონი? არანაირი უპირატესობა ნაპოლის არ ჰქონდა ბოლონიასთან, გარდა იმისა, რომ კვარა ჰყავდათ გუნდში, რომელმაც მოიგო კიდეც თამაში. ესაა სუპერვარსკვლავი, რომელიც იგებს თამაშებს, შესამამისად 9-10 მილიონი უნდა ჰქონდეს, მინიმუმ. ვინაა ამაზე მაღალი კლასის სერია ა-ში?
4
გამაგებინეთ ვინმემ, ეს ჯუღელი სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ან დახურვის შემდეგ რომ ხვდება ლავრენტას უკვე მერამდენე ფანჯარაა, რისი იმედი აქვს? იდიოტი ბავშვივით ათამაშებს ის წუწურაქი - ფანჯარა რომ დაიხურება, მერე შევხვდეთო, შემოუთვლის და ესეც ქართულ ჯიგრულ პონტში თანხმდება. რისი იმედი აქვს, ძმა ხარ რომ მითმობ და მაგარ პრედლაჟენიას გაგიკეთებო, თუ რას ელოდება იმ არაკაცისგან?
დათა თუთაშხია
13:30 27-08-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული