26 წლის ჩვენებურმა მეტოქის კარი მე-6 და 36-ე წუთზე აიღო. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ გიორგი შეცვალეს და ჯერჯერობით უცნობია, ეს ტრავმით ხომ არ არის გამოწვეული.
ინფორმაციისთვის, სამხრეთ კორეის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. "ულსან ჰიუნდაი" პირველზეა და უახლოეს მდევარ "გაგვონს" 1 ქულით უსწრებს, თუმცა მეტოქეს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.