"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

AutoSharing Option
"ტრაბზონსპორის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა შენოლ გიუნეშმა შოთა არველაძეს კლუბში მუშაობა შესთავაზა, ამის შესახებ ინფორმაციას Fotomac-ი ავრცელებს.

თურქი ჟურნალისტის იუნუს ემრე სელის ცნობით, დიდი ალბათობით, არველაძე კლუბში სპორტული დირექტორის პოსტს დაიკავებს.

წყაროს ცნობით, ოთხშაბათს, 11 სექტემბერს, "ტრაბზონსპორი" გულშემატკივრებს ახალ მთავარ მწვრთნელს შენოლ გიუნეშს წარუდგენს, ამ ცერემონიას კი შოთა არველაძეც დაესწრება, შემდეგ გიუნეში და არველაძე ბოლო დეტალებზე ისაუბრებენ და თურქი სპეციალისტი ქართველის დარწმუნებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

შეგახსენებთ, შოთა "ტრაბზონსპორის" ლეგენდაა, არველაძე ამ კლუბის ღირსებას 1993/1997 წლებში იცავდა და ამ გუნდის მაისურით 94
მატჩში 61 გოლი გაიტანა.

altშოთა არველაძე: მამარდაშვილის "ლივერპულში" წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს

alt"მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ" - შოთა არველაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ეხმაურება

alt"მოურინიოს ხვიჩასთან კონფლიქტზე ვკითხე... მიპასუხა, კვარაცხელიას ეს ვუთხარიო..." - შოთა არველაძემ "რომასა" და "ნაპოლის" მატჩში მომხდარ ეპიზოდზე პორტუგალიელი მწვრთნელის ნათქვამი მოჰყვა

მკითხველის კომენტარები / 11 /
წარმატებები შოთი არველაძეს!!!
tngh
17:51 08-09-2024
0
მწვრთნელად მაგან არ ივარგა და ბოლობოლო მიხვდა რომ ეგ მაგის საქმე არაა და და "დირეხტორად" შეძვრა DDD
zura222
15:20 07-09-2024
44
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული