მასპინძელთა გუნდში საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, საბა საზონოვი კი სათადარიგო იყო. 20 წლის გოგლიჩიძემ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა, ისევ კარგად წარმოაჩინა თავი, დაცვაშიც საიმედო გახლდათ და შეტევებშიც თამამად ერთვებოდა. მისი ასპარეზობა კი ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: sofascore 7.2, flashscore 7.0, whoscored 6.8.
აღსანიშნავია, რომ "ემპოლის" გამარჯვების მოპოვებაც შეეძლო, მაგრამ კომპენსირებულ დროში ემანუელ გიასის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა.
„ემპოლი“ ამ მომენტისთვის 6 ქულით მე-7 ადგილზეა და 20 სექტემბერს გასვლაზე „კალიარის“ დაუპირისპირდება.
ემპოლი. „კარლო კასტელანი“
ემპოლი - იუვენტუსი 0:0
გოგლიჩიძის კარგი დებიუტი სერია A-ში - "ემპოლი" "ბოლონიას" ფრედ ეთამაშა [VIDEO]