არა და არ უმართლებს - საზონოვმა მძიმე ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
"ემპოლის" საიტის ცნობით, მცველმა საბა საზონოვმა ვარჯიშზე მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო და სამწუხაროდ, ალბათ, რამდენიმე თვე უქმობა მოუწევს.

დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდება, დასჭირდება თუ არა საზონოვს მუხლზე ოპერაციის გაკეთება.

საბა "ემპოლიში" "ტორინოდან" იჯარით გადავიდა, მაგრამ ახალ გუნდში ჯერ არ უთამაშია. მან ერთი მატჩი "ტორინოში" ჩაატარა.

ერთი სიტყვით, არა და არ უმართლებს საზონოვს - "ტორინოში" ბოლომდე ნდობა არ გამოუცხადეს, ახალგაზრდულ ნაკრებს ნიდერლანდებთან შეხვედრაში ვირუსის გამო ვერ დაეხმარა და სავარაუდოდ, მომავალ ორ მნიშვნელოვან დაპირისპირებაშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 9 /
აუცილებლად გაუმართლებს და მაგრადაც, მტავარია არ დანებდეს და მოთმინება გამოიჩინოს. შრომა ისევ გააგრძელოს. და ასეც იქნება...
Irakli Apkhaidze
14:11 17-09-2024
0
გამაგრდი საბა, ჩვენ შენთან ვართ.
გიორგი
13:51 17-09-2024
0

სიახლეები პოპულარული