"ინტერი" ზურიკო დავითაშვილით დაინტერესდა" - რას წერს იტალიური გამოცემა?

AutoSharing Option
"ინტერი" "სენტ ეტიენის" შემტევის, ზურიკო დავითაშვილის დამატებით ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას interlive.it ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ნერაძური" ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობებით მოხიბლულია, თავის მხრივ კი, "სენტ ეტიენი" ზურიკოს 10 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს.

"ზურიკოს შეტევაში თამაში რამდენიმე პოზიციაზე თანაბრად კარგად შეუძლია. ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან მოქმედებს, თუმცა ნახევარდაცვაში და მეორე ფორვარდის პოზიციაზეც გვინახავს. 

ზოგიერთ მატჩში სათადარიგოთა სკამზეა, თუმცა, როდესაც თამაშში ერთვება, შეუძლია გარდატეხა მოახდინოს. ორივე ფეხს თანაბრად კარგად იყენებს. ზურიკო "ინტერს" ნამდვილად გამოადგებოდა. 

რამდენიმე წლის წინ "ნაპოლის" გულშემატკივრებისთვის სრულიად უცნობი ხვიჩა კვარაცხელიას
შეძენის გამოც აკრიტიკებდნენ, თუმცა ქართველმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და პირველივე წელს სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ზურიკო ხვიჩას მეგობარია და შესაძლოა, "ნერაძურიმ" მისი სახით ახალი კვარაცხელია დაიმატოს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "სენტ ეტიენმა" დავითაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. ქართველს მწვანეებთან 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

altBravo Zuka! - დავითაშვილი ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურში

altდავითაშვილის ეფექტური საგოლე პასი - "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა [VIDEO]

altდავითაშვილის ლამაზი ფინტი და საგოლე პასი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
კარგ დროს გამოიღვიძეს @ სატრანსფერო ფანჯარა რომ დაიხურა მერე მოინდომეს ? ისე ძაან მაგარიიქნება ინტერში ! აქ ზოგიერთი კომენტარებში ამბობენ ინტერის დონე არააო კვარაც "არ იყო ნაპოლის დონე" როგორც ზოგიერთი ნაგავი"ჟურნალისტები" გაიძახოდნენ და რა ნაპოლი რის ნაპოლივინ ატამაშებს მაგას ნაპოლიში ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელიაო ! და რომ ამბობდნენ კვარა ნაპოლიში თუ აღმოჩდება ბოდიშს მოვიხდითო და დღემდე არ მოუხდიათ ბოდიში და პირიქით უსირცხვილოდ დაძვრებიან ეთერებში და აგრძელებენ ბოღმის ნთხევას @ კვარა იმიტომ "არ იყო ნაპოლის დონე" რომ თურმე "ყაზანში ვერ ითამაშა ბოლო სეზონი" ვერ ითამაშა კი არა არ ითამაშა და ძალიან სწორადაც მოიქცა ! ნამდვილად გაქაჩავს ზურიკო ინტერში მთავარი ისაა რომ ტალანტი აქვს და შრომაც არ ეზარება !
zura222
19:41 17-09-2024
7
ინტერიც და მიუნჰენის ბაიერნიც პერსპექტიულ ფეხბურთელებს ყიდულობენ და იჯარით სხვა კლუბებში უშვებენ.რომელიც თავს გამოიჩენს და დიდი პროგრესი ექნება,იმას იბრუნებენ,დანარჩენებს კი კონტრაქტის ჩამთავრების შემდეგ,აღარ გაუგრძელებენ.მათი ფინანსები,ასეთი პოლიტიკის გატარების საშუალებას აძლევთ.მათთვის ეს საქმე ძალიან მომგებიანია,რადგან ახალგაზრდაში კაპიკებს იხდიან,ორიოდე წელში კი,გაცილებით მეტ ფასში ჰყიდიან,დაწინაურებულები კი,გუნდის ძირითადის ფეხბურთელები ხდებიან და გამოდის,ძალიან იაფად შეიძინეს.აგერ,კვარას შემთხვევაც იგივე კატეგორიას მიეკუთვნება.წაიყვანეს და თითქოს გარისკეს,ჯუღელსაც არ ეგონა,ხვიჩა ასე თუ ათამაშდებოდა და გახარებულებმა,სად მოხვდაო,კონტრაქტში გაუმჯობესების ვარიანტზე აღარც იფიქრეს.ხვიჩამ გაიბრწყინა და ნაპოლი ყოველნაირად აჯანჯლებს მისი კონტრაქტის გადახედვის საქმეს.რას ჰკარგავენ,ფაქტობრივად უფასოდ ამუშავებენ ვარსკვლავს და კონტრაქტი,გაპროტესტების იურიდიულ საშუალებასაც აღარ აძლევს.აგენტი ასეთ სისულელეს რომ გააკეთებს,აგენტობა უნდა აეკრძალოს.რადგან ეს ნიშნავს,რომ ის ფეხბურთელის კი არა,კლუბის ინტერესებს საქმეს იცავს.
სოსო
19:19 17-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული