იტალიაში კვარაცხელიასა და ლუკაკუს ახლად შექმნილ დუეტს სახელი მოუფიქრეს

AutoSharing Option
იტალიურმა Gazzetta-მ ხვიჩა კვარაცხელიასა და რომელუ ლუკაკუს დუეტს სახელი მოუფიქრა და მას Lukvara დაარქვა.

გამოცემა წერს, რომ ბელგიელმა სანაკრებო პაუზის დროს ბევრი იშრომა, ანტონიო კონტეს დარიგებები მიიღო და ახალ პარტნიორებს სულ უფრო და უფრო კარგად უგებს.

როგორც იცით, ხვიჩასა და რომელუს შემტევითმა დუეტმა "კალიარისთან" გასვლაზე 4:0 მოგებულ შეხვედრაში 2 გოლი შექმნა. კვარაცხელიამ ლუკაკუს პასით გაიტანა, რამდენიმე წუთში კი ბელგიელს უკვე ქართველმა გაატანინა.

შეხსენებისთვის, ორივე შემტევის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 4 ტურში უკვე 2 გოლი ფიქსირდება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
KVAKAKU ჯობია
იგი იგთა შორის
14:49 18-09-2024
0
მე მათეო პოლიტანოსა და რომელუ ლუქაქუს დუეტს სახელი მოვუფიქრე და მას PoliKaku დავარქვი.
ამ დუეტის გამოყენებას სათადარიგოთა სკამზე ვაპირებ, მაგრამ აურელიოს სასტარტოში 6 იტალიელი უნდა. პოლიტანო თუ დაჯდება სკამზე, რასპადორი უნდა ვათამაშო, და რასპადორიც არ ვარგა.
Antonio Conte
14:01 18-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული