მიქაუტაძის შეძენა კიდევ 4 კლუბს სურს - ცნობილია ფასი, რომლის სანაცვლოდ "ლიონი" მზადაა ქართველი გაასხვისოს

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლიონის" თავდამსხმელით, გიორგი მიქაუტაძით "გალათასარაი" დაინტერესდა და მოლაპარაკებები დაიწყო. დღეს კი ჟურნალისტი ეკრემ კონური თავის "ტვიტერზე" გამოქვეყნებული პოსტით ახალ ინფორმაციას იტყობინება.

კონურის ცნობით, მიქაუტაძით "გალათასარაის" გარდა "ვესტ ჰემი", "ბოლონია", "რომა" და "იუვენტუსი" არიან დაინტერესებული და რთულ ფინანსურ სიტუაციაში მყოფი "ოლიმპიკი" მზადაა 25-30 მილიონი ევროს ფარგლებში მიიღოს წინადადებები.

გიორგის ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 18 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ ვლახოვიჩი იუვედან წავა, იუვენტუსი იდეალური ვარიანტია. საერთოდ კი უნდა წავიდეს იქ, სადაც ძირითადი გარანტირებული ექნება.
არტ
13:21 21-12-2024
1
იუვენტუსი მაგარი იქნება.
თომა
12:03 21-12-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული