გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პსჟ-ში გადადის, ნეაპოლელ გულშემატკივრებს ემოციური ვიდეოთი დაემშვიდობა.
კვარაცხელია "ნაპოლიში" 2022 წელს გადავიდა, პირველივე სეზონში სკუდეტო მოიპოვა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ხვიჩას პარიზული კლუბი 70+ მილიონ ევროდ შეიძენს, 4.5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, მისი ხელფასი კი 9+2 მილიონი იქნება.
ვიდეო ერთ საათში ვირუსული გახდა - ორმა მილიონმა ადამიანმა ნახა. ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ "კვარამ" ყველას მადლობა გადაუხადა, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი არ მოიხსენია.