"და რა დარჩა სათქმელი? ყველაფერი გააკეთა, რომ "ნაპოლიდან" წასულიყო" - იტალიელმა ჟურნალისტმა "კვარა" გააკრიტიკა

AutoSharing Option
გუშინ, ღამით, "პარი სენ ჟერმენმა" "ნაპოლიდან" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. "კვარამ" დედაქალაქურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მოგეხსენებათ, ხვიჩამ "პარტენოპეის" ქომაგებისთვის გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა ჩაწერა, მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ერთ დღეს "ნაპოლის" დატოვების მიზეზზე გულწრფელად ისაუბრებდა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი Il Mattino-ს ჟურნალისტმა ფრანჩესკო დე ლუკამ გააკეთა.

"ჩემი აზრით, უფრო ძვირად უნდა გაყიდულიყო. ის იყო ერთადერთი, ვინც კლუბზე ზეწოლას ახდენდა, რომ წასულიყო. მაგრამ მომავალზეც უნდა ვიფიქროთ, "ნაპოლის" მნიშვნელოვანი მოთამაშეები ხშირად ტოვებდნენ, მაგრამ მათ სხვები ანაცვლებდნენ.

არ ვიცი ხვიჩას
რისი ახსნა სურდა, მისმა აგენტმა მინიშნება გააკეთა, რომ ბიჭს დიდი თანხის გამომუშავება და "ნაპოლიდან" ზაფხულშივე წასვლა სურდა. თუ "კვარამ" გადაწყვიტა მოგვიყვეს ისეთი რამ, რაც არ ვიცოდით, მაშინ მოვუსმენთ. მაგრამ რა დარჩა სათქმელი? კონტესა და კლუბის მენეჯმენტის გაკრიტიკებას არ ვაპირებ", - განაცხადა დე ლუკამ.

altდღეს პსჟ-ც თამაშობს და "ნაპოლიც" - ხვიჩასთან დამშვიდობება და მისალმება - აქამდე წარმოუდგენელი სატრანსფერო თანხა!..

alt"მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო" - კვარაცხელიას პირველი ინტერვიუ PSG TV-სთან

altნასერ ალ-ხელაიფი: ხვიჩა ფანტასტიკური ტალანტია და ერთად მაღალ მიზნებს მივაღწევთ

მკითხველის კომენტარები / 28 /
ხომ ჯობდა ნერეში? ხომ ითხოვდით ნერეშმა ითამაშოს ხვიჩა სკამზე დასვითო? რომ ნადირობდნენ იტალიელი მცველები კვარაზე ხმას რატომ არ იღებდით? თუ ახლა მიხვდით რომ კაპიკებად მორბენალი საუკეთესო მოთამაშე გყავდათ ვისაც ვერავინ ვერასდროს ვერ შეცვლის ნაპოლში. მან ხომ დიეგოს შემდეგ ერთადერთმა (კიმ მინჯეს ერთად) შეძლო და მოიგო სკუდეტო. ვნახოთ ნერეში რას იზამს. (გულწრფელად წარმატებები ნერეშს). ვერასდროს მოინელებთ კვარას ისევე როგორც დიეგოს.
რომან ბეჟანიძე
13:05 18-01-2025
4
ახალ კლუბში 9+2 მილიონ ევროს შეჰპირდნენ ფეხბურთის თამაშში. ამ დროს როგორც ვიცი 1.6 მილიონი ევრო ჰქონდა ნაპოლიში. ამას გარა სხვა მიზეზებიც რომ არ გამოჩენილიყო, ვითომ რატომ არ უნდა წასულიყო?! ამ ჟურნალისტს ხელფასზე 10 ათასი ევრო რომ დაუმატო შეიძლება სამშობლოც გაყიდოს!
aburjga
13:02 18-01-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული