"და რა დარჩა სათქმელი? ყველაფერი გააკეთა, რომ "ნაპოლიდან" წასულიყო" - იტალიელმა ჟურნალისტმა "კვარა" გააკრიტიკა

AutoSharing Option
გუშინ, ღამით, "პარი სენ ჟერმენმა" "ნაპოლიდან" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. "კვარამ" დედაქალაქურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მოგეხსენებათ, ხვიჩამ "პარტენოპეის" ქომაგებისთვის გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა ჩაწერა, მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ერთ დღეს "ნაპოლის" დატოვების მიზეზზე გულწრფელად ისაუბრებდა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი Il Mattino-ს ჟურნალისტმა ფრანჩესკო დე ლუკამ გააკეთა.

"ჩემი აზრით, უფრო ძვირად უნდა გაყიდულიყო. ის იყო ერთადერთი, ვინც კლუბზე ზეწოლას ახდენდა, რომ წასულიყო. მაგრამ მომავალზეც უნდა ვიფიქროთ, "ნაპოლის" მნიშვნელოვანი მოთამაშეები ხშირად ტოვებდნენ, მაგრამ მათ სხვები ანაცვლებდნენ.

არ ვიცი ხვიჩას
რისი ახსნა სურდა, მისმა აგენტმა მინიშნება გააკეთა, რომ ბიჭს დიდი თანხის გამომუშავება და "ნაპოლიდან" ზაფხულშივე წასვლა სურდა. თუ "კვარამ" გადაწყვიტა მოგვიყვეს ისეთი რამ, რაც არ ვიცოდით, მაშინ მოვუსმენთ. მაგრამ რა დარჩა სათქმელი? კონტესა და კლუბის მენეჯმენტის გაკრიტიკებას არ ვაპირებ", - განაცხადა დე ლუკამ.

altდღეს პსჟ-ც თამაშობს და "ნაპოლიც" - ხვიჩასთან დამშვიდობება და მისალმება - აქამდე წარმოუდგენელი სატრანსფერო თანხა!..

alt"მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო" - კვარაცხელიას პირველი ინტერვიუ PSG TV-სთან

altნასერ ალ-ხელაიფი: ხვიჩა ფანტასტიკური ტალანტია და ერთად მაღალ მიზნებს მივაღწევთ

მკითხველის კომენტარები / 26 /
როცა შენს გუნდში ჩვეულებრივ ფეხბურთელზე ნაკლები ხელფასი გაქვს საწყენია წავიდოდა აბა რა.
ამირანი
22:08 18-01-2025
0
ჩემი სათქმელი ატალანტასთან და იუვესთან გამოჩნდება,(და არა მარტო ჩემი)დანარჩენი კვარამ იცის რაც აქვს სათქმელი
სვანსკი
21:36 18-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული