კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა - პსჟ-მა "ტულუზას" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის ოცდამეორე ტურში პსჟ-მა გასვლაზე „ტულუზა“ 1:0 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია გადახალისებულ შემადგენლობაში სასტარტოში დააყენა. ის ცხრიანის პოზიციაზე მოქმედებდა, სადაც თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. „პარი სენ ჟერმენი“ ბევრს, მაგრამ უხიფათოდ უტევდა. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ახლო მანძილიდან კრესუელის თავით დარტყმულ ბურთს მეკარე საფონოვი დაეუფლა. თანდათან პარიზელების იერიშები უფრო მწვავე გახდა: კვარაცხელიას პასის შემდეგ ბერალდომ ბურთი ძელს გაარტყა. მერე ბარკოლამ ორჯერ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით
დაიწყო, ჯერ საფონოვმა გადაარჩინა თავისი გუნდი, ცოტა ხანში კი პსჟ ფაბიან რუისმა დააწინაურა. 74-ე წუთზე ბარკოლა რამუშმა შეცვალა და ხვიჩამ მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და პსჟ-მა გაიმარჯვა.

პსჟ 56 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 20 თებერვალს ჩაატარებს - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში „ბრესტს“ უმასპინძლებს.

ტულუზა. „სტად ტულუზე“
ტულუზა - პსჟ 0:1
გოლი: ფაბიან რუისი (53)

altსაუკეთესო ფორმაში მყოფი პსჟ კვარაცხელიასთან ერთად დაუმარცხებელი სერიის გაგრძელებას აპირებს!..

მკითხველის კომენტარები / 30 /
ყველა პოზიციაზე დააყენეს, საჯარიმოების დარტყმაც კვარას ანდეს, თუმცა თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინა. მეტი რა ქნას მწვრთნელმა? არადა, როგორი იმედი მქონდა, მეგონა ათრევდა მთელ ტულუზას.
გულშემატკივარი
04:34 16-02-2025
13
მხოლოდ მეორე ტაიმს ვუყურე და ისევ ბურთის მიღებამდე უკვე ბურთის მოშორებაზე ფიქრობს, კაცის მოტყებაზე და ფინტის გაკეთებაზე ხომ საუბარი ზედმეტია, ისეთი პროგნოზირებადია რომ აი არ გინდა თამაშის ყურება... ცუდი თამაში შეიძლება ყველას ჰქონდეს მაგრამ რომ არ ცდილობ პასუხიმებლობის აღებას ეგ შინაგაბ მენტალურ პრობლემებს მიუთითებს.
რიკი
02:30 16-02-2025
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული