L'Équipe: კვარაცხელიას თანაგუნდელებთან ურთიერთმოქმედება უჭირს - ადაპტაციას დრო სჭირდება

AutoSharing Option
„ეკიპი“ წერს, რომ პსჟ-ში მისვლიდან ერთი თვის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია გუნდში თავის ადგილს ჯერ კიდევ ეძებს და განსაკუთრებით მოედანზე პარტნიორებთან მისი ურთიერთმოქმედება ძალიან სუსტია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრანგეთის ჩემპიონის რიგებში ჩატარებულ 6 მატჩში ქართველმა საგოლე პასი გააკეთა, ლამაზი გოლი გაიტანა, საინტერესო უნარები წარმოაჩინა, მაგალითად, ბურთის ფლობა, მსუბუქად გადაადგილება, აზრიანი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ „ტულუზასთან“ შეხვედრაში გამოჩნდა რა არ ჰყოფნის უპირველეს ყოვლისა ახალ თავგადასავალში, რაც საბოლოო დასკვნების გამოსატანად ნაადრევია:

„ბოლო დაპირისპირებაში თამაში ცრუ ცხრიანის პოზიციაზე დაიწყო, პასის მიღების მუდმივ მოლოდინში იყო. პირველ
ტაიმში ბურთს მეტოქის საჯარიმოში სამჯერ შეეხო, მეორეში კი მხოლოდ ერთხელ. მოედნის ბოლო ორ მესამედზე წარმატებული გადაცემების დაბალი პროცენტი (60) ჰქონდა. თითქოს ახალ თანაგუნდელებს არ იცნობდა. ადაპტაციას ლოგიკურად დრო სჭირდება, მით უმეტეს „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი კარგად ორგანიზებულ და პროგრესირებად გუნდში მივიდა, სადაც ასეთ გარემოებაში საკუთარი ადგილის პოვნა ძნელია. ბოლო 15 წუთში მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მარცხენა ფლანგზე გადაიყვანა, სადაც უკეთ გამოიყურებოდა. ის მოედნის ცენტრში ნაკლებად დომინირებადი იყო, ვიდრე ფრთაზე“.

altრა მოლოდონი გვაქვს ხვიჩასგან და რა უშლის ხელს მის გამოვლენას?!

მკითხველის კომენტარები / 14 /
9-იანს პასუ თუ არ მიეცი, რითი ითამაშოს?
Რაგბის ფანი
00:15 18-02-2025
5
ყველაფერს გარკვეული დრო სჭირდება….. მბამპესაც კი 6-ი თვე დასჭირდა რეალში რომ აზრზე მოსულიყო და გუნდს შერწყმოდა..!
ობლაკი
01:20 18-02-2025
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული