"სპალეტის კვარაცხელია და ოსიმენი მაინც ჰყავდა, რაც შეეხება კონტეს..." - რა თქვა კასანომ?

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონო კასანომ, Viva el Futbol-თან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

"რეალის" ყოფილი ფორვარდის თქმით, "პარტენოპეის" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს, ურთულესი საქმის შესრულება უწევს.

"წარმოიდგინეთ მისთვის რომ ღირებული ტრანსფერები განეხორციელებინათ და ოკაფორი არ მოეყვანათ... კონტეს მიზანი სკუდეტოს მოგებაა, თუმცა ამ მისიის შესრულება ურთულეს პირობებში უწევს, სპალეტის ოსიმენისა და კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეები მაინც ჰყავდა", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 56 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან "ინტერს" ორი ქულით უსწრებს.

altლუის ენრიკე: კვარაცხელია ტოპ-ფეხბურთელია - მისგან

სწორედ ეს გვჭირდება

altხვიჩა კვარაცხელია: ჩვენ პსჟ ვართ - რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია

მკითხველის კომენტარები / 7 /
კასანო, თუ სპალეტის ოსიმენი და ხვიჩა ყავდა კონტეს ორივე მათგანი არ დახვდა გუნდში? ორივეზე ხომ თვითონ თქვა უარი? ოსიმენი დღესაც ნაპოლის ფეხბურთელია. თუ მერეში ხვიჩაზე უკეთ ჯდება მის კონცეფციაში, ხოლო ლუკაკუ ოსიმენზე მაგარია, ორივე ყავს გუნდში და სკუდეტოს მოგება არ უნდა გაუჭირდეთ. ერთ ფეხბურთელს მარადონაც რომ იყოს გუნდში ბევრის არაფრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ხვიჩას პიროვნებამ, რომ ნაპოლის გაჩემპიონებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, ეს სინამდვილეა და იმით კი არა, რომ ქუხდა მოედანზე (თუმცა არც უმისობა იყო), არამედ იმით, რომ თავისი დიდებული თამაშით ბიძგი მისცა მთელ გუნდს სხვანაირად ათამაშებულიყვნენ და რომ იტყვიან მთელი გუნდი აიყოლია და გაუძღვა გმირობისაკენ.
ჟორა გაბრიჭიძე
13:52 20-02-2025
4
ყავდაო ისე ამბობს თითქოს მე წავართვი მაგას შეთამაშებულები დახვდნენ და თითონ დაშალა
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული