ზურიკოს ორი საგოლე გადაცემა, ხელიდან გაშვებული გამარჯვება და შეხლა-შემოხლა მატჩის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის ოცდამესამე ტურში „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე „ანჟესთან“ ფრეს დასჯერდა - 3:3.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მიმდინარე სეზონში პირველად არ იყო ძირითად შემადგენლობაში, შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:2 იყო და მისი პასით პიერ ეკვამ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ქართველის გადაცემულ ბურთს ირვენ კარდონამ იაჰია ფოფანას კარში მიუჩინა ადგილი. თუმცა, კომპენსირებულ დროში სტუმრებმა პენალტი გაიტანეს და ფრეს მიაღწიეს.

თამაშის შემდეგ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, რომელშიც ზურიკოც მონაწილეობდა.

დავითაშვილმა ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა: sofascore 8.1, whoscored
7.8, flashscore 7.8. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 22 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე პასია.

„სენტ-ეტიენი“ 19 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 1-ელ მარტს „ნიცას“ უმასპინძლებს.

სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი - ანჟე 3:3
გოლები: 0:1 აბდელი (7, პენ), 0:2 აბდელი (17), 1:2 კარდონა (36), 2:2 ეკვა (52), 3:2 კარდონა (73), 3:3 დიენგი (90+4, პენ)

altდავითაშვილის "სენტ-ეტიენი" "მარსელთან" განადგურდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
Kargi xar zura !!!!
L.J .
14:54 23-02-2025
0
ათიოდე დღის წინ,ზურიკოზე ფრანგ ჟურნალისტს დაუწერია,საფეხბურთო ინტელექტი არა აქვსო.წუხელ და არა მხოლოდ წუხელ,რასაც სენტ ეტიენის მცველები აკეთებენ,ზურიკოს ინტელექტზე უნდა ჰქონოდა სანერვიულო?!საერთო ხედვით როცა გვაყურებინებენ,აშკარად ჩანს,გუნდის ხაზები როგორ ურთიერთქმედებენ.რა თქმა უნდა ყველა მოძრაობს,მაგრამ თან ერთმანეთსაც უყურებენ და ხაზებს,მათ შორის კავშირს აკონტროლებენ.ვუყურებდი სენტ ეტიენს და მგონი ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვთ.მცველებს არც ტექნიკა აქვთ,არც დაზღვევა,არც სისწრაფე და პოზიციურ ბრძოაშიც უსუსურად გამოიყურებიან.წუხანდელი ორი პენალტი კი,შეგნებულად აკიდებულს უფრო ჰგავდა,იმდენად აბსურდული იყო.ასე მგონია,მანდ დაცვაზე არავინ მუშაობს.ალბათ გავარდებიან და გულიც კი ვერ დაგწყდება კაცს.ზურიკოს ვფიქრობ მყიდველი გამოუჩნდება და პრობლემა არ შეექმნება,თუმცა მასაც მოსამატებელი აქვს და თვითონაც იცის.
სოსო
20:01 23-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული