MVP "კვარა" და შესანიშნავი მიქაუტაძე - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?

AutoSharing Option
ლიგა 1-ის ოცდამესამე ტურში, პსჟ-მა სტუმრად „ლიონი“ 3:2 დაამარცხა. მატჩის MVP „პარი სენ ჟერმენის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც საგოლე პასი გააკეთა. მასპინძელთა გუნდში გიორგი მიქაუტაძე მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ რატომღაც არ დააყენა ძირითად შემადგენლობაში, მხოლოდ მე-80 წუთზე შეუშვა შეცვლაზე, მან თამაში აშკარად გაამწვავა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

ანალიტიკურმა საიტებმა ქართველების თამაში შეაფასეს.

Whoscored: კვარაცხელია 8.9, მიქაუტაძე 7.4.

Sofascore: კვარაცხელია 8.6, მიქაუტაძე 7.8.

Flashscore: კვარაცხელია 9.0, მიქაუტაძე 7.4.

მკითხველის კომენტარები / 4 /
წინ! ქართველებო!!! გაიხარეთ!!!!! ღმერთმა დაგლოცოთ!!!!!!!!
ვაჟა
02:37 24-02-2025
0
კვარა ხომ კარგი იყო ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ ლიონის მწვრთნელს ჯარიმა ეკუთვნის გულშემატკოვრებისგან ეს მიქაუტაძე რომ მხოლოდ 10 წუთით გვანახა, საოცარი იყო და დროა მეტი პატივი სცენ და პენსიონერი ლაკაზეტი დასვან სკამზე.
ემიგრანტი
02:51 24-02-2025
1

სიახლეები პოპულარული