spazionapoli: კრიზისი სახელად კვარაცხელია - "ნაპოლის" თავისუფალი ვარდნა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" სერია A-ს ბოლო 4 მატჩში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა, ლიდერობა დაკარგა და იტალიური მედიის აზრით, ამის მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლაა, რომლის შემცვლელი ვერ დაიმატეს.

spazionapoli-ში ჟურნალისტმა ჯუზეპე ფერარამ სტატია გამოაქვეყნა სათაურით - "ნაპოლის" თავისუფალი ვარდნა და კრიზისი სახელად კვარაცხელია.

ავტორი წერს, რომ ყველაფერი ხვიჩას პსჟ-ში გადასვლასთანაა დაკავშირებული, რამაც გუნდი მორალურად გატეხა, ეს კლუბის ბოლო საშინელი სატრანსფერო ფანჯრითაა გამოწვეული, 75 მილიონის სანაცვლოდ უზარმაზრი პრობლემა მიიღეს, რასაც მოთამაშეთა ტრავმები დაემატა და სიტუაცია საგანგაშოა.

არადა, ადრე ადგილობრივი საფეხბურთო ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ "კვარას" წასვლა
ნეაპოლურ გუნდს საერთოდ არ დაეტყო.

მკითხველის კომენტარები / 10 /
"ვაიპოლიტიკოსებო",პოლიტიკური კომენტარებისთვის სხვა საიტები არსებობს,აქ არაა მაგის ადგილი.სპორტის მოყვარულები შემოვდივართ აქ და ვმსჯელობთ იმენნა სპორტზე.სპორტი გვაერთიანებს ყველა ქართველს.ნუ შემოგაქვთ ინტრიგნობა.
მირო
20:24 24-02-2025
11
პრინციპში რატომ უნდა გვიხაროდეს ნაპოლის წაგებები და კრიზისი ისეთი ბოროტებიც ხომ არ ვართ მაგრამ იმათმა თვითონ "გაგვაბოროტეს" რომ წერდნენ რომ ნაპოლიმ ბალასტი(!!!)მოიცილა და უხვიჩოდ უკეთესად ათამაშდაო და დამცინავად რომ ამბობდნენ ჩვენი გატანილი გოლები კვარას გავუგზავნოთო @ ხოდა აწი გაუგზავნონ თავიანთი წაგებები ლაურენტისს და მის კეთილებს !
zura222
22:02 24-02-2025
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული