FICHAJES: მიქაუტაძის შემდეგი გაჩერება პრემიერლიგაა - ქართველით ლონდონური კლუბია დაინტერესებული

AutoSharing Option
FICHAJES-ის ცნობით, გიორგი მიქაუტაძით, რომელმაც მიმდინარე სეზონში „ლიონში“ 36 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, „ვესტ ჰემი“ დაინტერესდა და მზადაა დაახლოებით 35 მილიონ ევროდ შეიძინოს.

აღნიშნულია, რომ 24 წლის მიქაუტაძემ თავი უნივერსალურ ფეხბურთელად წარმოაჩინა, მოედანზე თავისუფლად მანევრირებს, პარტნიორებს ეხმარება, პრემიერლიგის კარს მიუკაკუნა და ლონდონური გუნდის გაძლიერება შეუძლია:

„ლიონში“ იციან მათი ფორვარდის ინტერესის შესახებ, მაგრამ იმაზე იაფად ვერ შეელევიან, რამდენის მიღებასაც იმედოვნებენ. 35 მილიონით ფრანგული კლუბი სხვა პოზიციების გაძლიერებას შეძლებდა, მაგრამ ხელმძღვანელობა ბაზრის წინასწარი შესწვლის გარეშე გადაწყვეტილებას არ
მიიღებს. თავად ქართველი სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებაზეა კონცენტრირებული.
.
„ვესტ ჰემი“ ერთადერთი კლუბი არ არის, რომელიც ყურადღებით აკვირდება გიორგის, თუმცა როგორც ჩანს, ყველაზე დიდ ინტერესს იჩენს. თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, არაა გამორიცხული პრემიერლიგა მისი დანიშნულების მომავალი ადგილი გახდეს. ტრანსფერი ზაფხულში შეიძლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახდეს, სადაც საბოლოო სიტყვა მაინც „ლიონმა“ უნდა თქვას“.

alt"მანჩესტერში მოსაგებად წავალთ" - მიქაუტაძემ "სტიაუასთან" მატჩის შემდეგ ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 14 /
ლიონი დიდი ალბათობით ევროთასებზე იასპარეზებს გაისად, შეიძლება ჩემპ.ლიგაზეც კი. თან ლიონს უკვე შეეწყო და ლეკაზეტი ალბათ გაისად გუნდიდან წავა. ვესტ ჰემი კი ამ ფონზე კარგი ვარიანტი ნამდვილად არ არის. ერთი წელი მაინც კიდევ უნდა დარჩეს ლიონში და მერე ცადოს ტოპ ოთხი ჩემპიონატის რომელიმე ლიდერ გუნდში გადავიდეს. ადრეც ვწერდი და ახლაც გავიმეორებ - მჯერა, რომ მალე მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეტის ნაკრები ვარსკვლავებითაა გატენილი, ფრანგულ პრესაში დაიწერება - ეს ბიჭი ხელიდან როგორ გავუშვითო.
არტ
12:41 17-03-2025
0
თუ წავა, გრანდში უნდა წავიდეს, სისტემატურად რომ თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე და იქაც ამბიციები აქვს. აღარც პატარა ბიჭია უკვე და თან იმსახურებს ამას!
Irakli
10:51 15-03-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული