ოსიმენის და კვარაცხელიას დიდებული ტანდემი პსჟ-ში აღდგება?

AutoSharing Option
„ნაპოლიდან“ „გალათასარაიში“ განათხოვრებული ვიქტორ ოსიმენი ჩინებულ ფორმაშია და საკითხვია, ზაფხულიდან სად გააგრძელებს კარიერას. ამის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.

„გაძეტა დელო სპორტის“ მტკიცებით, მისი სამსახურით პსჟ ისევ დაინტერესებულია, ეს უპირველეს ყოვლისა იმის გათვალისწინებით, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად იდეალური შემტევი დუეტის შექმნა ახლა პარიზში გახდება შესაძლებელი და ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტრანსფერის განხორციელებას კლუბის სპორტული დირექტორი ლუის კამპუში ეცდება, რომლის ინიციატივით გადავიდა ნიგერიელი 2019 წელს „ლილში“. თუმცა, აღნიშნულია, რომ ოსიმენის ხელში ჩაგდება რამდენიმე ინგლისურს კლუბს სურს და „პარი სენ ჟერმენს“ აქტიურობა მართებს.

Getfootballnewsfrance
ჟურნალისტ საშა ტავოლიერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ კამპუშს პსჟ-სთან კონტრაქტი მალე უმთავრდება, ჯერ უცნობია დარჩება თუ არა თავის ამჟამინდელ პოსტზე, მწვრთნელს ლუის ენრიკეს კი, რომლის საკადრო გადაწყვეტილებები კლუბში ახლა გადამწყვეტია, ოსიმენის თავის გუნდში გადაყვანის სურვილი არასოდეს არ ჰქონდა, მის პოზიციაზე თავს უსმან დემბელე შესანიშნავად ართმევს და საფრანგეთის ჩემპიონი ვიქტორს არ შეიძენს.

რამდენიმე ინგლისური გამოცემა იტყობინება, რომ ოსიმენს „მანჩესტერი“ 75 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

altLa Gazzetta dello Sport: არც რასპადორია "კვარა" და არც ლუკაკუა ოსიმენი, ამიტომაა "ნაპოლი" უნაყოფო

მკითხველის კომენტარები / 13 /
რით ვეღარ შეელიეთ კვარაცხელია ოსიმენის ტანდემს?კარგად შეეწყო ხვიჩა ახალ გუნდს და არც ოსიმენზე არანაკლებ კარგ ფეხბურთელებს საკლისობს კლუბში.
გოჩა
08:30 25-03-2025
1
მე ვფიქრობ ოსიმენი ხელს შეუშლის კვარას განვითარებაში რადგან, ენრიკე ცრუცხრიანით თამაშობს გამოკვეთილი ფორვარდი არ ყვთ და თითქოს ეს სტილი ესპანელი მწვრთნელების სტილად ყალიბდება და კარგადაც გამოსდით ენრიკე პაპა კარლოს კლოპის გვარდიოლას დონის მწვრთნელია და კვარას მაგრად განავითარებს რადგან ამ სტილით და დაკტიკით კვარა და დემბელე პოზიციებზე ლავირებენ რაც კარგია იგივენაირად როგორც თავის დროზე კრისტიანო და მესი გარდაიქმნენ. ოსიმენის მოსვლოს შემთხვევაში პოზიციები გამოიკვეთება და ჩვენ შწგვრჩება მხოლოდ მარცცენა ვინგერი დემბელეც მარჯვნივ იქნება და წავა კლასიკური ტაქტიკა რაც პირად კვარას განვითარებისთვის არც ისე კარგი იქნება.
2

სიახლეები პოპულარული