გიორგი მიქაუტაძის ხელფასი "ლიონში" - რამდენს გამოიმუშავებს ქართველი თვეში და რომელ ადგილზეა ანაზღაურებით თავის კლუბში

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L'ÉQUIPE-მა ლიგა 1-ის კლუბების ფეხბურთელთა ანაზღაურების ციფრები გამოაქვეყნა. ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟ-ის შესახებ უკვე ვწერდით, ახლა კი გიორგი მიქაუტაძის "ლიონის" ამბავს გაგაცნობთ.

ირკვევა, რომ ჩვენებური თვეში 280 000 ევროს გამოიმუშავებს, რითაც მის გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში მე-7 ადგილს იკავებს.

რა გასაკვირია, რომ "ლიონში" ყველაზე მეტს (500 000 ევრო) კაპიტან ალექსანდრ ლაკაზეტს უხდიან. მეორე პოზიციას 450 000 ევროთი კორენტინ ტოლისო, მესამე ადგილს კი 400 000 ევროთი ნემანია მატიჩი იკავებს. ათეული ასე გამოიყურება:

1) ალექსანდრ ლაკაზეტი - 500 000
ევრო
2) კორენტინ ტოლისო - 450 000 ევრო
3) ნემანია მატიჩი - 400 000 ევრო
4) რაიან შერკი - 330 000 ევრო
5) მუსა ნიახატე - 300 000 ევრო
5) ჯორდან ვერეტუ - ნიახატეს მსგავსად 300 000 ევრო
7) გიორგი მიქაუტაძე - 280 000 ევრო
8) ერნესტ ნუამა - 250 000 ევრო
8) ნიკოლა ტალიაფიკო - ნუამას მსგავად 250 000 ევრო
8) ტიაგო ალმადა - ნუამასა და ტალიაფიკოს მსგავსად 250 000 ევრო.

altპსჟ-ის ფეხბურთელების ხელფასები - რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელია თვეში... მერამდენე ადგილს იკავებს ის ანაზღაურებით საკუთარ კლუბსა და ლიგა 1-ში

მკითხველის კომენტარები / 11 /
მისთვის ეგ ფული ალალია!ღმერთმამუდამ ჯანმრთელი ამყოფოს!
ავთო
20:06 27-03-2025
1
როცა ხელფასებს აქვეყნებენ ამბობენ სრულ თანხას. ანუ მაგას უნდა გამოაკლო 40% საფრანგეთში არის მაგხელა გადასახადი
ბიძინა
10:32 27-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული