ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" სახლში აუტსაიდერს ვერ მოუგო

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის 39-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „პლიმუთთან“ ფრეს დასჯერდა - 0:0.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში ბევრს და უხიფათოდ უტევდნენ, შესვენების შემდეგ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, ვატამ ბურთი ხარიხას გაარტყა, ბაას მეკარე ჰაზარდმა არ გაატანინა, ორი კარგი მომენტი კი ბაიომ ვერ გამოიყენა და აუტსაიდერის დამარცხება ვერ შეძლეს.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: sofascore 7.4, flashscore 6.9, whoscored 6.7.

„უოტფორდი“ ამ მომენტისთვის 53 ქულით მე-9 ადგილზეა და 5 აპრილს სტუმრად „ბრისტოლს“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - პლიმუთი
0:0


მკითხველის კომენტარები / 8 /
Dzalian susti gundia uotpordi,chakve menaneba am gundistvis,imedia zapxulshi sheicvlis klubs..
L.J .
18:43 29-03-2025
1
უოტფორდი ნამდვილას სუსტი გუნდია..ჩაკვემ მოუმატა ფაქტია..მაგრამ რაც პოტენციალი ქონდა.ტრავმამ და წლებმა წაიღო..ამ დონით პრემიერლიგაში ვერცერთ გუნდში ძირითადში არ ათამაშებენ..ტექნიკა აქვს ძველებურად..მაგრამ ის რიტმი და სისწრაფე აღარ აქვს..იმედია გადავა და ჩემი სტყვების წაღება მომიწევს..წარმატებები გიოს
კიეზა
19:55 29-03-2025
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული