13:17 27-12-2017
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
AutoSharing Option
დღევანდელ სხდომას, ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, არაერთი მოწვევის მიუხედავად, არ დასწრებია საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია.
შესაბამისად, მსჯელობა კლუბის მომავალზე აღმასკომის სხდომაზე არ შედგა.
"დღევანდელი აღმასკომის სხდომა მთლიანად ეძღვნებოდა ს.კ. "ზესტაფონს", ეს იყო ერთადერთი საკითხი დღის წესრიგში. თემაზე, რომელიც ძალიან აქტუალურია, სამწუხაროდ, მივიღეთ აბსოლუტურად არაადეკვატური რეაგირება.
როგორც იცით, ბოლო აღმასკომზე, ერთი თვის წინ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ილია კოკაია მოგვეწვია სხდომაზე. კლუბს ეცნობა, რომ ბატონი ილია კოკაია იყო მოწვეული აღმასკომის სხდომაზე, კონკრეტულად "ზესტაფონის" საკითხის განსახილველად.
ზუსტად ამიტომ შეიკრიბა აღმასკომი. სწორედ მის მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე, მქონდა იმის განცდა და იმედი, რომ მას მართლაც აღელვებდა "ზესტაფონის" საკითხი, თუმცა ის, სამწუხაროდ, არ გამოცხადდა. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ ეს არის უპატივცემულობა, რადგან აღმასკომი კონკრეტულად "ზესტაფონის" თემაზე შეიკრიბა.
ძალიან ვწუხვარ, უკვე მეორედ მოხდა ის, რომ ჩვენი მზაობა, ეს თემა საბოლოოდ გადაწყვეტილიყო, მათი მხრიდან იყო უარყოფილი. საკითხი, სამწუხაროდ, მის გარეშე ვერ განიხილებოდა, რადგან აღმასკომს უნდა მოესმინა თავად ილია კოკაიასთვის და შეეტყო მისი დამოკიდებულება. ფაქტია, რომ დღეიდან ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე, რომ მას არანაირი სურვილი არ აქვს, დაბრუნდეს ფეხბურთში", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ქართულ ფეხბურთს რომ ამ ეტაპზე მომავალი არ აქვს იცის კაცმა და რაზე უნდა ელაპარაკოს ფეხფურთის ეგრეთწოდებულ ხელმძღვანელებს.ფედერაცია ქართული ფეხბურთის მომავალზე რომ არ ფიქრობს ეს კარგად იცის ფეხბურთში ჩახედილმა საზოგადოებამ. ერთი ორი კაცი კი ამინდს ვერ შეცვლის.
3
2
kobiashvilma totalizatorze gakida kartuli fexburti, isedaz uxarisxo fexburti da tanaz tinastar shetanxmebuli shedegebi, egaa samtuxaro realoba((((
11
12
1.კაცი 1 თვით ადრე გააფრთხილეს რომ მისი კლუბის ლიგაში დაბრუნების საკითხი განიხილებიდა და მიწვეული იყო აღმასკომზე და ყველა ფეხებზე დაიკიდა,არ მივიდა.ამით მან Fედერაციას მიაყენა შეურაცყოფა.2.კლუბის იურისტი და გენერალური დირექტორის სხდომაზე ყოფნა და მათი თანხმობა (როგორც ზოდიერთი წერს აქ)რა შუაშია საქმესთან?კოკაია უნდა მოსულიყო და ეთქვა აღმასკომზე თუ რამდენი თანხის ჩადებას აპირებდა გუნდში.და თანახმა იყო თუ არა მეორე ლიგიდან დაეწყო "ზესტაფონს".და დააფინანსებდა თუ არა მეორე ლიგის გუნდს.(იქ სადაც "ბათუმი" გავარდა).ვინაიდან უმაღლეს ლიგაში ზესტაფონის პირდაპირ დაბრუნება სხდომაზე არც განიხილებოდა. არ მესმის რისტვის მოატყუა ზესტაფონელი გულშემატკივარი და გაუჩინა იმედი ხალხს კოკაიამ.
10
4
კოკაია რას დააფინანსებდა, ამაზე წარდგენილი იყო ფინანსური გარანტია ლიზენზირების პროცესში
2
4
თქვენ ვის აბრუნებთ ფეხბურთში, კოკაიას თუ კლუბ ზესტაფონს? კოკაიას თუ არ უნდა, აღარ უნდა იყოს კლუბი ზესტაფონში?
10
1
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ "ზესტაფონის" მიერ ფეხბურთის დატოვება თვით კოკაიას მიერ იყო პროვოცირებული და მისივე სურვილი იყო...
7
7
რა საჭირო იყო ამდენი აფირისტობა , ამდენი ფილოსოფოსობა და საუბარი რომ გამოიყვანა თავი ანგელოზი და სულ უსამართლოდ მოიქცნენო საუბრობდა , თუ სურვილი არ ქონდა ეთქვა , არ მესმის რაში ჭირდებოდა ეს ცირკი , რისტვის მოატყუა ზესტაფონელი გულშემატკივარი და გაუჩინა იმედი
6
7
კლუბის გენ დირექტორი და იურისტი მანდ იყო, კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა რომ მზადაა დაბრუნდეს და ვერ ვხედავ აუცილებლობას რო მაინცდამაინც ილია უნდა დასწრებობა სხდომას. თქვენ კიდევ ერთხელ მოატყუედ ზესტაფონელი ხალხი და საკადრის პასუხსაც მიიღებთ ზესტაფონლებისგან, თქვენ არგიფიქრიათ გულშემატკივარზე და საერთოდ არც გინდოდათ ზესტაფონის დაბრუნება. როგორც არველაძეები გაუყენეთ გზას ისე გაგიყენებთ თქვენც
8
8
ზესტფონის ფანი ვარდა ამდხან სპონსორი გვარტუებდა რა დასჰვა გულსჰმტკვარმა ეგრე ტუიყო საქმე მოგეკვეტად კოკაია და არა ზესტაფონი
6
0
კოკაიას თავისი Fულის დახარჯვა არ სურს.და სულ სხვის ფულს ხარჯავდა.ეხლა არაყავს პულიანი ხალხი გვერდით და არ მოვა შანსი არაა
5
3
დარწმუნებული ვარ პრობლემა შექმნა კოკაიას სწორმა შენიშვნამ სახელმწიფო ფულის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ და არა ხელფასებში ხარჯვაზე მითიებამ. კარგად გრძნობთ მანდ ყველა თავს და არ გჭირდებათ საქმეზე ორიენტირებული ხალხი.
8
7
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული