გამოცემის ვებგვერდზე კვირკველიას სატრანსფერო ფასი 2017 წლის 23 დეკემბრის შემდეგ შეიცვალა და ამ დროისთვის 5.8 მილიონი ევროა.
გამოცემას ბოლო მაჩვენებელი 2017 წლის 10 ოქტომბერს ჰქონდა დაფიქსირებული, მაშინ კვირკველიას სატრანსფერო ფასი 4.5 მილიონი ევრო იყო.
როგორც ხედავთ, ორ თვეში საბას ფასი 1.3 მილიონით გაიზარდა.
საინტერესოა, როგორც იცვლებოდა ქართველი ფეხბურთელის ფასი.
ეს გახლავთ კვირკველიას სატრანსფერო ღირებულების დიაგრამა 2011 წლიდან დღემდე:
აღსანიშნავია, რომ 2016
აქვე გეტყვით, რომ კვირკველიას სატრანსფერო ღირებულის გაზრდა, ბრწყინვალედ ჩატარებული სეზონისა და აღიარების გარდა, იმითაც არის განპირობებული, რომ მისით რამდენიმე ინგლისური კლუბი დაინტერესდა: "ლესტერი", "ვესტ ბრომვიჩი" და ასევე, მისი სახელი "მანჩესტერ სიტისაც" კი დაუკავშირეს.
რაც შეეხებათ სხვებს, ამ სიაში ნახავთ 0.5 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ქართველ ფეხბურთელებს:
1. საბა კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი) - 5.8 მილიონი ევრო
2. გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია) - 2.5
3. ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ) - 2.5
4. ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი) - 2.3
5. აკაკი გოგია (უნიონი, გერმანია) - 1.3
6. გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) - 1.2
7. თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი) - 1.2
8. გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი) - 1.1
9. ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი) - 1.0
10. გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი) - 1.0
11. გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია) - 1.0
12. დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) - 1.0
13. ჯიმი ტაბიძე (ურალი, რუსეთი) - 0.8
14. გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია) - 0.8
15. გიორგი აბურჯანია (სევილია B, ესპანეთი) - 0.8
16. ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი) - 0.8
17. გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო, საქართველო) - 0.75
18. ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი) - 0.75
19. ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი) - 0.7
20. გიორგი არაბიძე (შახტარი 2, უკრაინა) - 0.7
21. ოთარ კიტეიშვილი (დინამო, საქართველო) - 0.6
22. ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) - 0.6
23. საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია) - 0.6
24. დავით სხირტლაძე (სილკებორგე, დანია) - 0.6
25. ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, საქართველო) - 0.55
26. გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პოლონეთი) - 0.5
27. გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი) - 0.5
28. ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი) - 0.5
რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, Transfermarkt.de-ს მონაცემებით, საქართველოს მთავარი გუნდი 28.33 მილიონ ევროდაა შეფასებული.