ზაზა ჯანაშიამ საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" შეიძინა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" მფლობელი ამავე გუნდის დირექტორი ზაზა ჯანაშია გახდა.

მან კლუბის 100%-იანი წილი 61 000 ლარად ელექტრონული აუქციონის საშუალებით შეისყიდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მერ გამოცხადებული აუქციონი 2017 წლის 28 დეკემბერს დაიწყო და 2018 წლის 5 იანვარს დასრულდა.

პირობების მიხედვით, ელექტრონული აუქციონში გამარჯვების დამდასტურებელი ოქმის საფუძველზე, ხელშეკრულება ზუგდიდის მერიასა და შემძენს შორის 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაფორმდეს.

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" 100%-იანი წილის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულომ 21 დეკემბრის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი.

წყარო: ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან ცოტა ითამაშა ნაკრებში ამ კაცმა და ერთერთი დასამახსოვრებელი ფეხბურთელი იყო, როგორც ყოველთვის გაცილებით მეტს ველოდით , მაგრამ ზარმაცობამ მაინც თავისი გაიტანა.// კოპენჰაგენის კარში გატანილი გოლი ეხლაც თვალწინ მიდგას, მაგნაირ გოლებს მარტო ტალანტები იტანენ, შეუძლებელია გამოგივიდეს../ ( ისე ეს კაცი არცერთ სპორტულ გადაცემაში არ მინახავს მიწვეული, საინტერესო იქნებოდა რა გეგმები აქ და რას აპირების გუნდისთვის...
Vasil
22:39 06-01-2018
0
ზუგდიდი იმსახურებს კარგ გუნდს.წარმატებები ზაზას და "ზუგდიდს".იმედია ფიფიას არ ჩააკითხავს კონსულტაციებზე.
gori2
20:15 06-01-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული