"მივესალმები საქართველოს! მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ და ძალიან მიხარია, რომ თასი საქართველოში ჩამოვიდა. მივესალმები კახა კალაძეს!
"მილანის" ყოფილ ფეხბურთელს და თბილისის მერს! დარწმუნებული ვარ, რომ მისი წვლილი იქნება ისეთივე დადებითი მთავრობაში, როგორიც იყო ფეხბურთში.
მივესალმები ყველა იმ ფეხბურთელს, რომელსაც აქ ვხედავ და მიხარია მათი დანახვა.
თბილისში და ზოგადად, საქართველოში ეს ჩემი პირველი ვიზიტია და კმაყოფილი
ფეხბურთი არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის ურთიერთპატივისცემის თამაში. თასი, რომელიც მსოფლიოში მოგზაურობს, მისცემს ახალგაზრდებს უფრო დიდ მოტივაციას და სურვილს, რომ დაკავდნენ ფეხბურთით.
ასევე მადლობას ვუხდი "კოკა კოლას", რომ შესაძლებელი გახადა ჩემი ვიზიტი საქართველოში და ქართველებს მისცა მსოფლიო თასის ნახვის საშუალება", - აღნიშნა კარამბემ.