თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ შეხვედრის შესახებ პრესკონეფერენციაზე ისაუბრა:
- ვიმედოვნებ, რომ ხვალ ბევრი მაყურებელი იქნება მოედანზე, რადგან ფეხბურთელებისთვის ეს მნიშვნელოვანია.
გუნდი ჩვეულებრივად ემზადება. არის მცირე მიკროტრავმები, თუმცა, საერთო ჯამში, მომზადებით კმაყოფილი ვარ.
ამ თამაშისთვის ჩვენი მიდგომა გვაქვს. ისე ვერ ვიზამთ, რომ თავქუდმოგლეჯილები წავიდეთ შეტევაში ან დავრჩეთ დაცვაში. ჩვენი მიზანი არის შემდეგ ეტაპზე გასვლა და ამისთვის
წინა მატჩში ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, ჩვენ დავკარგეთ კონცენტრაცია რიგ მომენტებში და დავუშვით შეცდომები. ვმუშაობთ შეცდომების გამოსასწორებლად და ხვალ შევეცდებით, ეს აღარ განმეორდეს. ყურადღება უნდა მივაქციოთ სტანდარტულ მდგომარეობას და თითოეული მომენტი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
ახალი მეკარე სტეფან სიკაჩი გუნდთან ერთად მხოლოდ ერთი კვირაა და ამ პერიოდში შეთამაშება მარტივი არ არის. ვინ იქნება ხვალ კარში, ვერ გეტყვით.
რაც შეეხება ბაქარ ქარდავას, 90 წუთის სათამაშოდ მზად რომ იყოს, აუცილებლად დავაყენებდი. ეროვნულ ლიგაში ის საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველია, რომელმაც ბურთის ართმევაც იცის და შეტევების წამოწყებაც.
ოთარ კიტეიშვილი: არ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვთქვათ, კარგად ვითამაშეთ და ვერ გავედით
მოდი "დინამოზე" - "დინამო" "დუნაისკა სტრედას" ხვდება [VIDEO]
10-ბალიანი სისტემა - "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "დუნაისკა სტრედასთან" მატჩში